კურო
იმ ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენთ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით. დღეს ნუ მიატოვებთ სამსახურის საქმეებს უყურადღებოდ. მეტი დრო დაუთმეთ ინფორმაციებს, სიახლეებს.
ტყუპი
მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს უფროსთან; განსაკუთრებით, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული არ ხართ და თავის გასამართლებელი საბუთიც არ გაქვთ.
კირჩხიბი
ნუ ეცდებით მატყუარა და აფერისტ ადამიანებს ნიღაბი ჩამოხსნათ. ამით, მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.
ლომი
დენის პრობლემებისა და ელექტრონივთების მწყობრიდან გამოსვლის გამო შეიძლება ვერ გააფორმოთ თქვენთვის საჭირო დოკუმენტები; დაგეკარგოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები.
ქალწული
კარგი დღეა სპორტულ შეჯიბრებაში, შემოქმედებით საღამოში მონაწილეობის მისაღებად. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას. აიღეთ აუზის აბონიმენტი, ჩაეწერეთ სპორტდარბაზში.
სასწორი
ფულის ხარჯვა გელით გელით. რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დოკუმენტების გასაფორმებასთან, იურიდიული პრობლემების მოგვარებასთან. დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ.
მორიელი
ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ნუ იმოქმედებთ გულის კარნახით. უმნიშვნელო დეტალებიც კი გადაამოწმეთ. ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და საბოლოო გადაწყვეტილება ისე მიიღეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება ჩაგეშალოთ მივლინება, ახალი პროექტის განხორციელება განუსაზღვრელი ვადით გადაიდოს. ნუ დანაღვლიანდებით. გამოიყენეთ ეს დრო დასვენებისთვის.
თხის რქა
გარშემო მყოფთა კრიტიკაზე ნუ გაბრაზდებით. პირიქით, მეტი ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რასაც გეუბნებიან და ეცადეთ გამოასწოროთ სიტუაცია. აგრეთვე კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის "დასათბობად".
მერწყული
მოულოდნელი ნაცნობობა (მგზავრობისას, შემთხვევითი აბონენტი) გელით, რაც დღესაც გაგიხალისებთ და სამომავლო ურთიერთობასაც ჩაუყრის საფუძველს. გახსოვდეთ, შემთხვევით არაფერი ხდება.
თევზები
დაძაბულ სამუშაო დღეს მხიარული წვეულება, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და გართობა შეცვლის. ეცადეთ, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ ამ შეხვედრებისგან.