26 თებერვლის-3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები

26 თებერვლის-3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები

ვერძი

ამ კვირაში მთელი თქვენი დიპლომატია უნდა გამოიყენოთ, რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული ჩხუბი უფროსთან ან ნათესავებთან. არ არის მიზანშეწონილი დღე-ღამეების გატარება სამსახურში, ეცადეთ ყველაფერი მოზომილი აკეთოთ და სუპერდავალებები არ მიიღოთ. ჯობია შემოვლითი გზა, ვიდრე თავით ამტვრიოთ კლდე. თქვენ კარგად შეგიძლიათ იპოვოთ ორიგინალური და კრეატიული გადაწყვეტილებები თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად.

კურო

ამ კვირაში შესაძლებელია საინტერესო ადამიანების გაცნობა, მოუსმინეთ რჩევებს, რომლებიც შემთხვევით მიიღეთ. ცხოვრება ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით სამსახურში და პირად სფეროში. მეგობრებთან საუბრისას ნუ მოახდენთ მათზე ზეწოლას. შუა კვირაში საყვარელ ადამიანებს თქვენი დახმარება განსაკუთრებით დასჭირდებათ, ეცადეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ტყუპი

თითქმის ყველაფერი, რასაც ამ კვირაში გეგმავთ, ახდება. დაგჭირდებათ მონდომება, აქტიურობა და სიტუაციაზე სწრაფი რეაგირების უნარი. თქვენ წარმოქმნით უამრავ კრეატიულ იდეას. საკმარისია გააკეთოთ მცირე ნახტომი წინ, რის შემდეგაც შეგიძლიათ იზეიმოთ თქვენი გამარჯვება. თქვენი უფროსები დააფასებენ თქვენს ნიჭს და დიდი ალბათობით შემოგთავაზებენ დაწინაურებას. პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც.

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლოა გაიზარდოს თქვენი სოციალური აქტივობა, გექნებათ შესაძლებლობა მართოთ არსებული მდგომარეობა და გავლენა მოახდინოთ მომავალ მოვლენებზეც. მაგრამ შეეცადეთ მოუსმინოთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, მიზანშეწონილია არ გამოიყენოთ უხეში და მკვეთრი შენიშვნები საუბრისას, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლეგებს მტრულად განაწყობთ. ამ შაბათ-კვირას ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ოჯახზე, საოჯახო ვალდებულებებზე.

ლომი

მიუხედავად ზოგიერთი “კეთილისმსურველის“ მცდელობისა, თქვენი ძალისხმევით უნდა შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა საქმიან და პირად პარტნიორებთან. არ გაბრაზდეთ, თუ რამე არასწორად მოხდება. ყველა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. აქტიურობა და მონდომება საშუალებას მოგცემთ მარტივად იპოვოთ პასუხი სამუშაო კითხვებზე. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია იმედგაცრუება. დროა მოიხსნათ ვარდისფერი სათვალე.

ქალწული

დაგჭირდებათ აქტიურობა და პასუხისმგებლობის აღების სურვილი, მაგრამ სიზარმაცეს თუ არ დაძლევთ მარცხი გემუქრებათ. არავინ გააკეთებს თქვენს საქმეს თქვენთვის და არ მოაგვარებს თქვენს პრობლემებს. ნუ იჯდებით მშვიდად, იმოძრავეთ და მეტი კომუნიკაცია გქონდეთ, თქვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა. პარასკევს მოერიდეთ ჩხუბს და გაღიზიანებას. შაბათს ნუ მოითხოვთ ბევრს საყვარელი ადამიანებისგან, ისინი მაინც თავისებურად იქცევიან.

სასწორი

ყურადღებით გაანალიზეთ მიმდინარე მოვლენები, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ლოგიკის საფუძველზე. ნუ იხელმძღვანელებთ სხვა ადამიანების მოსაზრებებით. შესაძლებელია კარიერული ზრდა და ახალ სამუშაოზე გადასვლა. რაღაც ახალი გელოდებათ წინ და ის გპირდებით რეალურ წარმატებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თქვენი გეგმები საკმაოდ სწრაფად იქცევა რეალობად.

მორიელი

კვირა საკმაოდ პოზიტიური და წარმატებულია. თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს კომუნიკაცია, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მოგზაურობები. ვარსკვლავები დიდ მოგებასა და კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ. ახლა შეიძლება გახდეთ ბოსი ან მდიდარი ადამიანი.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დროა დასვენებისა და გართობისთვის. კვირა დაგამახსოვრდებათ ნათელი და უჩვეულო მოვლენებით. ყველაფერი ისე არ წავა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მიაღწევს ახალ დონეს. არ არის გამორიცხული, დიდი ხნის სურვილები და გეგმები ახდეს. უბრალოდ შეეცადეთ არ ისაუბროთ ზედმეტად და უფრო ხშირად გამოიყენოთ თქვენი დიპლომატიური უნარები.

თხის რქა

პრაქტიკულობა და თანმიმდევრულობა არის ის თვისებები, რომლებიც მიგიყვანთ მიზნამდე. ამ კვირაში შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს კარიერაში. შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ხელსაყრელი შესაძლებლობები. არ ინერვიულოთ სამსახურში წვრილმან უსიამოვნებებზე. გახსოვდეთ, რომ თქვენი იდეები პერსპექტიულია და არავის მისცეთ უფლება, რომ გაგაკრიტიკოთ. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ პრობლემის გადაჭრის უმარტივესი და სწრაფი გზა ყოველთვის არ არის საუკეთესო.

მერწყული

ეს კვირა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტისთვის. ან დაასრულებთ საქმეს, ან მძიმე ტვირთივით აიკიდებთ ძალიან დიდხანს. იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, ამ კვირაში არ უნდა წახვიდეთ პაემანზე ადამიანებთან, რომლებსაც გაცნობის საიტიდან იცნობთ. შაბათ-კვირას შესაძლოა თქვენ გვერდით გამოჩნდნენ ადამიანები თქვენი წარსულიდან და ახალი პერსპექტივები დაგისახონ.

თევზები

ეს კვირა სავსე იქნება აურზაურით, პრობლემებითა და დაპირისპირებით. შესაძლოა, მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ, რადგან მარტო ამას ვერ გაუმკლავდებით. სამშაბათს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. ოთხშაბათს შესაძლოა თქვენი პროდუქტიულობა უპრეცედენტო დონეზე იყოს, მთების გადაადგილებას შეძლებთ. პარასკევს ხელსაყრელია მოგზაურობა, მივლინებები და მოგზაურობის დაწყება.