მთვარის ოცდამეათე დღე
ეს დღე მთვარის კალენდრით ყოველთვის არ დგება. ეს ჰარმონიის, სიყვარულის, მონანიებისა და პატიების დღეა.
დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან.
სიზმრები სასიხარულოდ ცხადდება.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად.
აკონტროლეთ ემოციები.
კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ.
სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები.
ნიშნობა და ქორწინება დღეს არ დაგეგმოთ.
ამ დღეს ლამაზი, ნიჭიერი ადამიანები იბადებიან.
არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ ხორცეულს.
უარი თქვით სმასა და სიგარეტზე.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
თეთრი მარჯანი, მთის ბროლი, თურმალინი.
მთვარის პირველი დღე
დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ.
მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ.
მეტად დაისვენეთ.
ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.
არ შეიჭრათ თმა!
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ღრმა სიბერემდე მიაღწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვური, მიამიტი და მეოცნებე იქნება.
ამ დღის ქვებია: ბრილიანტი და მთის ბროლი. თუმცა, გაფრთხილდით, ბრილიანტის ტარება ყველასთვის მიზანშეწონილი არაა.
მთვარის პირველი დღე დღე დაიწყება 17:58
მანამდე იქნება მთვარის ოცდამეათე დღე
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე თევზებში
მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, გასაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.
არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, ამ დღეს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.