კურო
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები და ძირითადად თქვენი პარტნიორი არაადეკვატურად იქცევიან. თუმცა, თუ გაესაუბრებით და სამყაროს მათი თვალით შეხედავთ, აზრი შეგეცლებათ.
ტყუპი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ, გადადოთ ყველა ის საქმე, რაც თქვენგან ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს. აგრეთვე, შეამცირეთ გონებრივი სამუშაოც.
კირჩხიბი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, ექსკურსიისა და სულიერი განვითარებისთვის. მოინახულეთ მუზეუმები და გამოფენები. აგრეთვე, მოიძიეთ ინფორმაცია, რაც თქვენს სულიერ განვითარებას დაეხმარება.
ლომი
ოპტიმისტური და აქტიური ხართ. კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. რაც უფრო მეტ საკეთილდღეო საქმეს გააკეთებთ დღეს, მით მეტად დაიმუხტებით დადებითი ენერგიით.
ქალწული
მოერიდეთ სარიკო ქმედებებსა და არ გაეხვიოთ საეჭვო საქმეებში. მოერიდეთ აზარტულ თამაშებსა და სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. დაიზღვიეთ თავი შეცდომების ჩადენისა და არასწორი გადაწყვეტილების მიღებისგან.
სასწორი
დაძაბული დღე გელით, მაგრამ სიტუაციის განმუხტვას იუმორით შეძლებთ. მოერიდეთ დავასა და დისკუსიებში ჩართვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბსოლუტურად მართალი ხართ.
მორიელი
მოერიდეთ ზედმეტად აქტიურ და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ თანამოაზრეებთან და ახლობლებთან, რომლებიც იზიარებენ თქვენს მოსაზრებებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის.
მშვილდოსანი
მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. აგრეთვე აწარმოეთ მოლაპარაკებები ინვესტორებთან, ბიზნესპარტნიორებთან და სპონსორებთან. ამასთანავე, საკუთრ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ, მოერიდეთ გადაღლას.
თხის რქა
მოძრაობა, მგზავრობები და ხშირი კონტაქტები გელით დღეს. ნაცნობების გარდა უცნობებთანაც მოგიწევთ აქტიური ურთიერთობა, რაც თქვენგან ზედმეტ ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ, ზოგიერთი საქმე, შეხვედრა ხვალისთვის გადადოთ.
მერწყული
გართობა და მხიარულება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგივათ, თუ დღის განმავლობაში ყველა აუცილებელ მოვალეობას შეასრულებთ. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ნაცნობობა.
თევზები
დღეს ყველა საქმეში, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული თავშეკავებული მოქმედება გმართებთ. ეცადეთ, აკონტროლოთ ხარჯი და იმაზე მეტი არ დახარჯოთ, ვიდრე იმედოვნებდით.