26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სამსახურში მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან შემოგთავაზებენ სარფიან საქმიანობას.

ტყუპი

სამსახურის საქმეები კარგად მიგდით. რაც უფრო დაკვირვებულად იმუშავებთ, მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. გააუმჯობესეთ ნათესაური ურთიერთობები. საღამოს საოჯახო ვახშამი მოაწყვეთ.

კირჩხიბი

დღეს მთავარია, არაფერი აგერიოთ და ყველაფერი დროულად გააკეთოთ. ასე მიაღწევთ წარმატებას. იყავით მეტად შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი.

ლომი

დღეს სასურველსა და აუცილებელს შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას; რჩევისთვის სპეციალისტს მიაკითხეთ. გაიუმჯობესეთ განწყობა.

ქალწული

ეცადეთ, ემოციური სტაბილურობა შეინარჩუნოთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. იყავით მეტად დიპლომატიური და გულკეთილი გარშემო მყოფების მიმართ.

სასწორი

გაუგებრობებისა და კონფლიქტების დღეა. საყვარელ ადამიანთან შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭდეთ იმედგაცრუების ან ღალატის გამო. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.

მორიელი

მოთოკეთ უარყოფითი ემოციები. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი

სამსახურში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. შინ საკუთარ თავზე აიღოთ ვალდებულებები. ზომიერება გმართებთ ალკოჰოლის მიღებისას. ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად.

თხის რქა

მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. "თვალი დახუჭეთ" მცირე შეცდომებზე და უკეთესი სიტუაცია შეიქმნება სახლშიც და სამსახურშიც. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. ნუ იქნებით ამაყი პარტნიორებთან ურთიერთობისას.

მერწყული

გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდებათ. უფროსიც თქვენი მეკავშირე იქნება. არ გაგიჭირდებათ საქმეების მოგვარება, ახალი პარტნიორების მოზიდვა. დღეს ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მოგიწევთ მუშაობა.

თევზები

ცოდნის მიღება-გაღრმავების, კვალიფიკაციის ამაღლების დღეა. დღეს გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისა და მასაჟისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით