27 აგვისტო ასტროლოგიური პროგნოზი

27 აგვისტო ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოთმინებით აღიჭურვეთ, მოთოკეთ ემოციები და მაქსიმალურად მშვიდად შეხვდით დღის უსიამოვნებებს. შეიძლება ტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დოკუმენტები დაგეკარგოთ.

ტყუპი

დღეს ბედის ნებიერა გახდებით, რასაც მოისურვებთ, ყველაფერი მომენტალურად შეგისრულდებათ. შეიძლება ან ახალი, მაღალანაზღაურებადი სამსახური შემოგთავაზონ, ან მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდეთ.

კირჩხიბი

თუ გარშემო მყოფებთან კარგ, მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებთ, მათი დახმარებით საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.

ლომი

განსხვავებული მოსაზრებებისა და ინტერესების გამო ნუ დაძაბავთ ურთიერთობას კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. მოთმინებით აღიჭურვეთ და დიპლომატიურად იმოქმედეთ.

ქალწული

მაქსიმალურად მშვიდად იმოქმედეთ. ნუ ჩაერთვებით დისკუსიებში. კოლეგებისა და ნათესავების კრიტიკასა თუ რჩევებს მეტი ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ.

სასწორი

დღეს შეიძლება ისეთი საქმის შესრულებამ მოგიწიოთ, რაც მაინცდამაინც არ გეხალისებათ ან კოლეგების დახმარებამ მოგიწიოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედოთ.

მორიელი

დღეს სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველგან სამსახურის საქმეებზე იფიქრებთ, რის გამოც შეიძლება საინტერესო ადამიანებთან ნაცნობობას არასაკმარისი ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა დიდი ხნის წინ დაგეგმილი საქმეების განსახორციელებლად. ახლობლების დასახმარებლად. დაივიწყეთ წყენა და ყველაფერი იუმორში გაატარეთ.

თხის რქა

დღეს გაგიადვილდებათ რთულად შესასრულებელი საქმეების მოგვარება. ყველა საქმეში წარმატება და შექება გელით, რის გამოც გარშემო მყოფებისთვის სამაგალითო და მისაბაძი იქნებით.

მერწყული

მშვიდად შეადგინეთ დღის განრიგი და შესასრულებელი საქმეების სია. ყველაფერი გამოგივათ, თუ არ იჩქარებთ და ერთდროულად ორ საქმეს ერთად არ გააკეთებთ.

თევზები

ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს და სანამ იაფფასიანსაც შეიძენდეთ, კარგად დაფიქრდით, მართლა გჭირდებათ იგი თუ არა. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით