* არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა.
* მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები.
* კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად.
* ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ.
* გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ.
* მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
* ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
* ამ დღეს დაბადებული ბავშვი ნიჭიერი, ალალი და საქმოსანი იქნება, მაგრამ ცინიკოსი. დიდხანს იცოცხლებს
* ამ დღის ქვებია: ცისფერი ნეფრიტი, საფირონი და ქარვა.
მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:02
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კუროში
* მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
* ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავთ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
* კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
* დღეს კარგი ცურვა, საუნა.
* რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.