ავტორი:

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ახალმთვარეობა ქალწულში დადგება 12:17-ზე, მთვარე ქალწულშია 04:24-დან

დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.

ვერძი: ახალმთვარეობისას დაგეგმეთ საქმეები, რომლებსაც მთვარის ამ თვეში განახორციელებთ. მოგემატებათ ვალდებულებები და ენერგია მათ მოგვარებას უნდა დაახარჯოთ.

კურო: ჩამოწერეთ სამომავლო სურვილები, რომლებიც თქვენს დასვენებასთან, შემოქმედებითი იდეების განხორციელებასთანაა დაკავშირებული.

ტყუპი: მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, უძრავი ქონების საკითხების მოგვარებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან. მიზნებიც ამ მიმართულებით ჩამოწერეთ.

კირჩხიბი: ჩამოწერეთ სამომავლო სურვილები, რომლებიც ახლის შესწავლასთანაა (ავტომობილის მართვა, უცხო ენები) დაკავშირებული და თავადაც ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდით.

ლომი: დაფიქრდით, რა გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. სად უნდა მოიძიოთ შემოსავლის დამატებითი წყარო?..

ქალწული: გილოცვათ, ახალმთავრეობა თქვენს ნიშანშია. განახლების, სიახლეების დროა. უნდა დაიწყოთ ახალი საქმეები, პროექტები. შეიცვალეთ სტილი, იმიჯი, გაიუმჯობესეთ ცხოვრების წესი.

სასწორი: გადახედეთ განვლილ თვეებს, რა მიიღეთ, რას უნდა დაემშვიდობოთ, რა საჭიროებს განახლებას. გამოიყენეთ მთვარის ეს თვე დასვენებისთვის.

მორიელი: სამომავლო მიზნების განხორციელების დრო დგება. სწორად შეარჩიეთ ის ადამიანები, ვისთანაც მომავალში თანამშრომლობა მოგიწევთ.

მშვილდოსანი: ახალმთვარეობაზე ჩამოწერეთ კარიერულ წინსვლასთან, დაწინაურებასთან, სოციალური სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებული სურვილები.

თხის რქა: უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. დაფიქრდით საზღვარგარეთ გამგზავრებაზე.

მერწყული: მოაგვარეთ მატერიალური საკითხები. სად უნდა დააბანდოთ ფული, ვისთან ერთად აპირებთ ბიზნესის დაწყებას?..

თევზები: გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იყავით დაკვირვებული ხელშეკრულებების გაფორმებისას.