27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგია ზომიერი აქტიურობა. მოაგვარეთ სამგზავრო, სამემკვიდრეო საკითხები. მეზობლებთან და ნათესავებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. პარტნიორები ძველი დანაპირების შესრულებას მოგთხოვენ.

ტყუპი

მიმდინარე საქმეები დაკვირვებულად და მშვიდად შეასრულეთ. კარგი დღეა კვების რეჟიმის და საყიდლების სიის შესადგენად. მოერიდეთ დაუფიქრებელ (რეკლამას, მეგობრების რჩევებს აყოლილი) ხარჯს.

კირჩხიბი

დღეს გარშემო მყოფებისთვის საიმედო უნდა იყოთ. თავად კი აირჩიეთ ერთგული მეგობრები, მცოდნე კოლეგები, შეიძინეთ ხარისხიანი ნივთები. დააფასეთ ის ურთიერთობები, რომლებიც ახლა გაქვთ.

ლომი

იყავით მიზანმიმართული და ჯიუტი. ეცადეთ, ვალდებულებები მაქსიმალურად ხარისხიანად გააკეთეთ. ზოგიერთი პროექტის დასასრულებლად შეიძლება გამოცდილი ახლობლების დახმარება დაგჭირდეთ.

ქალწული

მშვიდად და დაკვირვებულად იმუშავეთ. გამონახეთ დრო საოჯახო და მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება დახმარება მიიღოთ უცხოეთში მცხოვრები ახლობლებისგან. ეცადეთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

სასწორი

დღეს საკუთარი თავი ცოტა ხნით უნდა დაივიწყოთ და გარშემო მყოფების საკეთილდღეოდ იმოქმედოთ. ვალდებულებები პარტნიორებთან შეთანხმებულად შეასრულეთ. საჭირბოროტო საკითხების საქმიანი სადილის ან ვახშმის დროს მოაგვარეთ.

მორიელი

მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. მშვიდად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.

მშვილდოსანი

დღეს შრომა მოგიწევთ. შეიძლება გარშემო მყოფების ვალდებულებებიც შეასრულოთ. დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან. შეიძლება დაგაინტერესოთ კულინარიამ, სამედიცინო სფერომ.

თხის რქა

დღეს საქმიან პარტნიორებს განწყობის მიხედვით შეარჩევთ. საშუალება მოგეცემათ მიატოვოთ ის საქმე, რომელიც არ მოგწონთ ან მეგობრულად დაშორდეთ იმ ადამიანს, რომელიც არ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

მერწყული

დღეს სამსახურის საქმეებიც უნდა მოაგვაროთ და საოჯახოც. კარგი დღეა ბინაში ინტერიერის შესაცვლელად. აკონტროლეთ ემოციური მდგომარეობა. განსაკუთრებით თებერვალში დაბადებულებმა.

თევზები

დღეს ის საქმეები უნდა დაასრულოთ/მოაგვაროთ, რომლებიც გვერდზე გქონდათ გადადებული. მოთმინებით აღიჭურვეთ და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით