მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანშია
საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
ვერძი
ამ დღის ზოგიერთმა სიახლემ შესაძლოა დადებითი ემოციები მოგიტანოთ. მაგრამ თქვენ შეიძლება იგრძნოთ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვლენებისგან ან ვინმესთან საუბრისგან. არ არის საუკეთესო დღე გზაზე გასასვლელად. მაგრამ რომანტიკული პაემანი შეიძლება კარგად წარიმართოს. ასევე გაცნობა ინტერნეტში.
კურო
შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს. ისინი შეიძლება ეხებოდეს ფინანსურ სფეროს, პარტნიორთან ურთიერთობას. შესაძლოა გაიგოთ საიდუმლო ინფორმაცია, ჭორები, რომლებიც სარგებელს მოგცემთ. დღე შესაფერისია შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ტყუპი
ითანამშრომლეთ კოლეგებთან, მაგრამ არ მოგერიდოთ თქვენი ინდივიდუალობის გამოხატვა და შენარჩუნება. კარგი დღეა თქვენს იდეებზე სასაუბროდ საყვარელ ადამიანთან ან მეგობართან, რომელიც მხარს დაგიჭერთ. დღე შესაფერისია მეგობრებთან ერთად გართობისთვის.
კირჩხიბი
საყვარელი ადამიანის მიმართ ღიად გამოხატეთ თქვენი გრძნობები, აზრები და ყურადღებით მოუსმინეთ მის აზრს. დღე შესაფერისია სამსახურში არსებული პრობლემების და საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. თუ გინდოდათ რაიმე შეცვალოთ თქვენს ჩვეულ ყოველდღიურ რუტინაში, ეს კარგი დღეა. შეიძლება გარშემო მყოფებთან იყოს უთანხმოება სხვადასხვა შეხედულებებისა და პრინციპების გამო.
ლომი
მარტოხელებისთვის ეს შესაფერისი დროა, რომ გამოხვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან და დაიწყოთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. არ არის საჭირო იმის გაუფასურება, რასაც სხვები აკეთებენ თქვენთვის. იყავით მადლიერი თქვენს მიმართ კეთილი აქტივობისთვის.
ქალწული
შეიძლება რაღაც შეიცვალოს თქვენს სახლში ან ოჯახურ ურთიერთობებში. ზოგი სახლს დაამშვენებთ, ზოგი სტუმრებს დაელოდება და ლამაზ, გემრიელ კერძებს მოამზადებს. იყავით უფრო ყურადღებიანი სხვების მიმართ; დღეს მნიშვნელოვანია კონფიდენციალური საუბრები. სამსახურში, უფროსთან საუბარს შეუძლია განწყობა გაგიფუჭოთ.
სასწორი
კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, მოგზაურობისთვის, მეგობრებთან, და-ძმებთან შეხვედრებისთვის. კარგია თქვენი იდეების გაზიარება და ნიჭის გამოვლენა. მაგრამ იყავით ყურადღებიანი თქვენს ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც თქვენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაზე. საოჯახო საქმეების შესრულება გაგიჭირდებათ, მაგრამ პარტნიორთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ.
მორიელი
ფინანსური საკითხების მოგვარება დღე წინა პლანზე დადგება. ზოგი იფიქრებთ სად დახარჯოთ ფული, ზოგი - როგორ დაზოგოთ. ამის გამო შესაძლოა საყვარელ ადამიანთან კამათი. ან ბავშვები ძვირად ღირებულ სათამაშოებს მოითხოვენ. კარგია დღეს კონსულტაციები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვარჯიში, დიეტა.
მშვილდოსანი
დღეს შეგიძლიათ ოჯახის ყურადღება საკუთარ თავზე მიიპყროთ. შეიძლება მოითხოვოთ დამატებითი მზრუნველობა, ვალდებულებების შესრულება. ხანდაზმულ ნათესავებთან საუბარს შეუძლია თქვენი განწყობა გააფუჭოს. უმჯობესია სახლში ნაკლები დრო გაატაროთ და მეტი ბუნებაში.
თხის რქა
ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ გადადგმული მცირე ნაბიჯებიც კი დადებით გავლენას მოახდენს. ამიტომ, უარი თქვით მავნე ჩვევებზე და უსარგებლო საკვებზე. უმჯობესია დღე მშვიდად გაატაროთ, არ დაიწყოთ ახალი საქმეები. სჯობს დაისვენოთ; კომუნიკაციის დიდი სურვილი არც გექნებათ.
მერწყული
კარგი დღეა თანამოაზრეებთან, მეგობრებთან კომუნიკაციისთვის და სოციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. ბიუჯეტი მოითხოვს დაკვირვებით დაგეგმვას. მოგზაურობა, მოლაპარაკებები, კონტრაქტების და ხელშეკრულებების გაფორმება/გადახედვა კარგად ჩაივლის.
თევზები
თუ იმუშავებთ, დღე არ იქნება ძალიან პროდუქტიული. თქვენ შეიძლება იგრძნოთ აპათიური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს გარშემო ხდება. მშობლებს შეუძლიათ საუბრის დროს ზეწოლა მოახდინონ თქვენზე და პასუხისმგებლობისკენ მოგიწოდონ. ფინანსური საკითხები კარგად მოგვარდება. შოპინგისა და ფულის შოვნაზე საუბარი განწყობას აგიმაღლებთ.