27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

იდეებითა და შემოქმედებითი გეგმებით დატვირთული დღე გაგითენდათ. ეცადეთ, ახალი საქმეები მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით მოაგვაროთ. სხვათა შორის, დღეს რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ.

ტყუპი

ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი მარტივად შეძლებთ თავის დაძვრენას. მაგრამ პირად ცხოვრებაში გაცილებით რთულადაა საქმე, ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ.

კირჩხიბი

შეიძლება მთელი დღე საოჯახო საქმეებსა და ნათესავების პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ. თუმცა, საღამოს ახლობელი ადამიანისგან მიღებული სიურპრიზი ყველა დაღლილობას დაგავიწყებთ.

ლომი

გაუფრთხილდით საკუთარ ნერვებს და მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს. დაისვენეთ. საყვარელი ადამიანი აიყოლიეთ და კულტურული ღონისძიება მოიწყვეთ.

ქალწული

ცვლილებების დღეა. შეიძლება მეტად საინტერესო, თუმცა, ერთი შეხედვით რთული საქმე შემოგთავაზონ. ნუ იჩქარებთ უარის თქმას.

სასწორი

საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა და წახალისება შეუძლებელს შეგაძლებინებთ. ნუ დარჩებით ამ დღეს შინ შეხვდით მეგობრებს, გაისეირნეთ.

მორიელი

კარგი დღეა ნათესაური საკითხების გადასაწყვეტათ, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ეცადეთ, ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ შეასრულოთ და გარშემო მყოფების რჩევებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი

შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ, არ თქვათ უარი და სულ ცოტა ხანში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. საღამოს შეიძლება გავლენიან ადამიანებთან მოგიწიოთ შეხვედრამ.

თხის რქა

ეცადეთ, საკუთარი პრობლემები სხვების დაუხმარებლად, დამოუკიდებლად მოაგვაროთ. მთავარია, არ დანებდეთ და იბრძოლოთ სასურველის მისაღწევად.

მერწყული

მოგზაურობის დაწყება, ბილეთების შეძენა, საბუთების გაფორმება ან მგზავრობა გელით. ეცადეთ ყურადღებით იყოთ. არაფერი დაკარგოთ, შეგეშალოთ.

თევზები

მშვიდი დღე გელით. შეძლებთ გამოძინებას, დასვენებას და სამომავლო პერსპექტივების დასახვას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით