27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები. თამამად გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება, მაგრამ იდეების განხორციელება სხვა პერიოდისთვის გადაიტანეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ.

ტყუპი

სხვა დღისთვის გადადეთ შეხვედრები, კოლეგებთან ურთიერთობა. საღამოს მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. უმჯობესია, მშვიდ გარემოში დაისვენოთ, ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ცვლილებებს. კარგი დღეა თვითანალიზისა და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

ლომი

ახალი საქმეები არ წამოიწყოთ. მცირე უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

მოერიდეთ ცვლილებებს, როგორც სამსახურში ასევე პირად ცხოვრებაში. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მცირე უსიამოვნებებზე. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს ფინანსურ საკითხზე არ გირჩევთ.

სასწორი

კარგი დღეა საყიდლებისთვის, მგზავრობისთვის. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

მორიელი

კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, მგზავრობისა და ახალი, არაორდინალური ადამიანების გასაცნობად.

მშვილდოსანი

მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. თუმცა, ნურავის ენდობით, არავის ანდოთ ფული და არ გაუმხილოთ იდეები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, პარკში გაისეირნეთ.

თხის რქა

დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ზოგიერთი ჰობის შემოსავლის წყაროდ გაიხდის. ოჯახის წევრების მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.

მერწყული

გაუფრთხილდით საფულეს, ნუ გაფლანგავთ ფულს, არ გაასესხოთ თანხა. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან. ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორებთან.

თევზები

კარგი დღეა ცვლილებებისთვის, უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად. სამსახურში მეტად გამოაჩინეთ ინიციატივა, რომლის შემდეგაც დაწინაურება, ხელფასის მომატება გელით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით