კურო
ყურადღებით იმოქმედეთ. საყვარელი ადამიანისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით ნებისმიერ სირთულეს მარტივად გადალახავთ.
ტყუპი
დაძაბული დღეა. შეამცირეთ კონტაქტები და ეცადეთ ცოტა ილაპარაკოთ. ქალები მოერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს. შესაძლოა მათ ცუდი გაგრძელება მოჰყვეს.
კირჩხიბი
ოჯახური საკითხების მოგვარება თქვენგან მატერიალურ დანახარჯსაც მოითხოვს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანისა და შვილების გარემოცვაში.
ლომი
ფინანსური საკითხების მოგვარება თქვენგან მეტ დაკვირვებასა და დროს მოითხოვს. ნუ ენდობით დაპირებებს. გაფრთხილდით არაფერი დაკარგოთ; ტრავმული დღეა,
ქალწული
ყურადღებით იმოქმედეთ, განსაკუთრებით ახალი საქმეების მოგვარებისას და ეცადეთ, ყველაფერი დღესვე დაასრულოთ. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან.
სასწორი
ეს დღე მშვიდად უნდა გაატაროთ. ახალი არაფერი წამოწყოთ. ხარჯი მოიმატებს. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ, არავინ მოგატყუოთ; ტრავმული დღეა.
მორიელი
ყურადღებით იყავით, არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ასევე პირად ცხოვრებას.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას. აგრეთვე, სარკაზმულ გამონათქვამებს. ნუ იჭორავებთ.
თხის რქა
მამაკაცებს მეტი სიფრთხილე მართებთ, ტრავმული დღეა. ქალებს – რომანტიკული ნაცნობობა ელით, რომელიც მომავალში შეიძლება ქორწინებით დაგვირგვინდეს.
მერწყული
მეტად დაისვენეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. შეასრულეთ სასიამოვნო საქმეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.
თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს. საღამო შინაურ გარემოში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.