კურო
გაგიუმჯობესდებათ ფსიქოემოცირი ფონი. მგზავრობისას მოსალოდნელია მოულოდნელობები. ადამიანები უნფრო მეტიად გულახდილები გახდებიან და საჭირო ინფორმაციის მოძიება არ გაგიჭირდებათ.
ტყუპი
მეტი ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საკითხებს. დაიზღვიეთ თავი ყოველგვარი უსიამოვნებისგან. საღამოს შეხვდით მეგობრებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის, განაახლეთ გარდერობი.
კირჩხიბი
მოერიდეთ უფროსებთან (ასაკით, თანამდებობით) უსიამოვნებას. განწყობა მიღებული ინფორმაციის შინაარსის მიხედვით შეგეცვლებათ. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა აზრებს.
ლომი
მოსალოდნელია კონკურენტების გააქტიურება, ახალ საქმეებში შეფერხებები. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. მოხდება ღირებულებათა გადაფასება, ცვლილებები იმიჯში, საქმეებში, ურთიერთობებში.
ქალწული
პირად საკითხებსაც მოაგვარებთ და სამსახურებრივსაც თუ უფრო მეტად მოინდომებთ და ემოციებს მოთოკავთ. საღამოს სიტუაციის განსამუხტავად კულტურული ან გასართობი ღონისძიებები დანიშნეთ.
სასწორი
მოერიდეთ არაფრისმომცემ საუბრებს; საქმეებს. კრიზისში რომ არ აღმოჩნდეთ, ფინანსური საკითხი მაქსიმალურად ყურადღებით მოაგვარეთ.
მორიელი
პოზიტიურ დღეა შეხვედრებისა და საუბრებისთვის, როგორც საქმიანი, ასევე პირადი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება, რადგან მოსალოდნელია გულახდილი საუბარი, სამომავლო გეგმების განხილვა.
მშვილდოსანი
დაინტერესდით ერთი საქმით და ყველაფერს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. შეიძლება სხვათა ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ მაქსიმალურად ყურადღებიანი და გულისხმიერი იყოთ.
თხის რქა
იზრუნეთ საქმეებისა და იმ მოქმედებების უსაფრთხოებაზე, რომელზეც პასუხისმგებელი ხართ. ყური დაუგდეთ რჩევებს, მაგრამ ძირითადი კურსიდან ნუ გადაუხვევთ.
მერწყული
საქმეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ და შეიძლება ახალ პროექტების იდეებიც გაგიჩნდეთ. საღამოს უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე, არ გამოაკლდეთ წვეულებას, სადაც საინტერესო ადამიანების გაცნობის საშუალება მოგეცემათ.
თევზები
მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. მოერიდეთ კონტრაქტების გაფორმებას და იმ ადამიანებს, ვინც დაჟინებით გთავაზობთ დახმარებას.