27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. დღეს ან ახალ მეგობრებს გაიჩენთ, ან თანამოაზრეებს, რომლებთან ერთადაც ბიზნესის დაწყებას შეძლებთ.

ტყუპი

საშუალება მოგეცემათ კარდინალურად შეცვალოთ იღბალი. ნუ იჩქარებთ ახალი საქმეების განხორციელებას. თავისუფალი დრო მეგობრებთან ურთიერთობას, სწავლას, რომანტიკულ შეხვედრას დაუთმეთ.

კირჩხიბი

დილიდან საქმეებში იქნებით ჩაფლული. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. მარტოხელა ნიშნებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით; შეყვარებულებს - პაემანი.

ლომი

მნიშვნელოვან საკითხებს და რთულ საქმეებს ადვილად მოაგვარებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დღეს გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით.

ქალწული

კარგი დღეა ახალ პროექტებზე სამუშაოდ. ზოგიერთს დაწინაურება ელის, ზოგს - საინტერესო საქმიანი შემოთავაზება. საღამოს მეგობრებთან ერთად კულტურულ ღონისძიებას დაესწარით.

სასწორი

დღეს შესრულებული სამუშაო მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა ელით.

მორიელი

საქმეებში წარმატება გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. საღამოს კარგია ოჯახური დღესასწაულის მოწყობა.

მშვილდოსანი

სურვილს, მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით. ახალი ხელშეკრულებები მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებენ. მონაწილეობა მიიღეთ კოლექტიურ საქმიანობაში.

თხის რქა

საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ახალ თანამშრომლებს, პარტნიორებს. შეიძლება მათ შორის თქვენი მომავალი საბედოც აღმოაჩინოთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, მშენებლობისა და რემონტისთვის.

მერწყული

მნიშვნელოვანი საქმეებისა და შეხვედრების დღეა. ახალი პროექტები უფროსთან ერთად განიხილეთ. კარგი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად.

თევზები

ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს მოკიდებთ, წარმატებით დასრულებთ. კარგი დღეა შოპინგისთვის, ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით