ავტორი:

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ივლისი ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე კირჩხიბშია

ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.

ვერძი: ყველა საქმის შესრულებას თქვენ ნუ ითავებთ. უმჯობესია, თანაბრად გადაუნაწილოთ კოლეგებს. უმნიშვნელო წარმატებისთვისაც კი შეაქეთ ისინი. არ გირჩევთ შელაპარაკების კამათში გადაზრდას.

კურო: დღეს განსაკუთრებით ზრდილობიანი უნდა იყოთ გარშემო მყოფების მიმართ. თუ გსურთ, მათგან საჭირო ინფორმაცია ან დახმარება მიიღოთ. ცოტა სითამამე არ გაწყენთ, განსაკუთრებით, როცა მართალი ხართ.

ტყუპი: დღეს ოპერატიულად და დემოკრატიულად უნდა იმოქმედოთ. ერთდროულად რამდენიმე საქმე უნდა შეასრულოთ და ხშირი გადაადგილებაც გელოდებათ. ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.

კირჩხიბი: ზომიერი ფიზიკური აქტიურობა კარგ შედეგს მოგიტანთ. აგრეთვე კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. დღეს საკუთარ თავზე იზრუნეთ და საკუთარი საქმეები მოაგვარეთ, სხვაზე გადაყოლილი ნუ იქნებით.

ლომი: მუშაობის დროს ხშირად შეისვენეთ, არ გადაიღლოთ, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. გახშირდება კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან. იდეების განხილვის დროს მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან.

ქალწული: მშვიდად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. არ გირჩევთ გარშემო მყოფების კრიტიკას, შელაპარაკებას უფროსთან. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალური დონის ამაღლებას.

სასწორი: თუ პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედებთ, ვალდებულებებს უფრო სწრაფად გაუმკლავებით. კარგი დღეა საქმიანი და მეგობრული შეხვედრებისთვის, მიიღებთ საჭირო ინფორმაციას.

მორიელი: საქმიანი შეხვედრები დაკვირვებით აწარმოეთ. მოერიდეთ რისკსა და ექსპერიმენტებს. განსაკუთრებით ახალგაცნობილებთან. კარგი დღა ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად.

მშვილდოსანი: საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. იყავით დაკვირვებული გარშემო მყოფების მიმართ. სანამ ვინმეს დახმარებას სთხოვთ, დარწმუნდით, რომ გაწონასწორებული და არა აგრესიული ადამიანია.

თხის რქა: უამრავი საკითხი გექნებათ მოსაგვარებელი სახლშიც და სამსახურშიც. მოერიდეთ სხვების ვალდებულებების შესრულებას. მეტი დრო დაუთმეთ ახალი ცოდნის, ინფორმაციის გადამუშავებას.

მერწყული: ჩაერთეთ სარეკლამო აქციებში, დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გახშირდება მიმოწერა, ზარები. იყავით მომართული პროექტების გაუმჯობესებაზე, დაწყებული საქმეები დაკვირვებით დაასრულეთ. საყვარელ ადამიანს მეტად უნდა დაუთმოთ.

თევზები: ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას არაფრისმომცემ საქმეებზე. ნუ აჰყვებით ჭორებს. უმჯობესია, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ოჯახის წევრებთან.