შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:36-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:24-ზე
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
ვერძი
დღეს სამსახურში აჩქარება შეცდომებსა და პრობლემებს გამოიწვევს. დღეს სახლში არ უნდა დარჩე. ვარსკვლავები გირჩევენ დროის გატარებას კომპანიაში, კონცერტზე წასვლას ან ბუნებაში გასვლას. 27 ივლისს მეგობრებთან ურთიერთობა საინტერესო იქნება.
კურო
გეგმების განხორციელებისას შესაძლოა შეზღუდვებს და წინააღმდეგობას წააწყდეს. მოძებნეთ სხვა ვარიანტები, იყავით კრეატიული. უნდა იყოთ დაჟინებული, რათა მიიღოთ ის, რაც გსურთ ან დაასრულოთ რაიმე მნიშვნელოვანი. მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას.
ტყუპი
გაგიჭირდებათ კომუნიკაცია, ნებისმიერი საუბარი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს კამათში ან ჩხუბში. უმჯობესია დღე მარტომ და მშვიდად გაატაროთ, აკეთოთ ის, რაც გიყვართ, ნაკლებად ისაუბროთ, თუნდაც საყვარელ ადამიანებთან. არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი დღეს არ დაიწყოთ.
კირჩხიბი
დღეს უნდა დაუთმოთ დრო საყვარელ საქმეებს, რასაც კმაყოფილება მოაქვს. გვერდზე გადადეთ სერიოზული საკითხები, ძვირად ღირებული საყიდლები და მოგზაურობა. დღეს დიდი შანსია დახარჯოთ დიდი თანხა არასაჭირო ნივთებზე.
ლომი
შეეცადეთ დაიკაოთ პასიური პოზიცია, ნაკლები ისაუბროთ და არ დაიწყოთ ახალი საქმეები. 27 ივლისს თქვენს სიტყვებსა თუ ქმედებებს შედეგები მოჰყვება, ამიტომ პასუხის გაცემამდე შეგნებულად იმოქმედეთ და ორჯერ დაფიქრდით. კარგია დრო დაუთმოთ ჰობის და მსუბუქ საშინაო დავალებებს.
ქალწული
თქვენი დღევანდელი სიტყვები გავლენას მოახდენს მომავალ მოვლენებზე, ამიტომ შეზღუდეთ კომუნიკაცია, ეცადეთ მხოლოდ იმაზე ისაუბროთ, რაც კარგად იცით. უმჯობესია დღე სახლში გაატაროთ, ოჯახთან ერთად. იზრუნეთ ყოველდღიურ საკითხებზე, იმოქმედეთ ფრთხილად და გააზრებულად. საყვარელი ჰობი გაგახალისებთ.
სასწორი
დღე ამაღლებული ემოციური ფონის მქონეა. კარგი იქნება, განმარტოება დასუფთავება და სახლში სასიამოვნო საქმეების გაკეთება. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას: ის გეტყვით ნებისმიერი საკითხის სწორ გადაწყვეტას. დაუთმეთ დრო და ჩამოწერეთ ის იდეები, რომლებიც დღეს დაგებადებათ.
მორიელი
სასარგებლოა კომუნიკაციის შეზღუდვა და ემოციების შეკავება. ამ გზით შეძლებთ თავიდან აიცილოთ დაძაბული საუბარი ან ჩხუბი სხვებთან. უმჯობესია, რთული საქმეები სხვა დღისთვის გადადოთ, დღეს კი დრო დაუთმოთ სასიამოვნო აქტივობებს, თქვენს ჰობის, პირადი თუ ოჯახური საკითხების მოგვარებას.
მშვილდოსანი
მოემზადეთ სირთულეებისა და დაგვიანებისთვის. 27 ივლისს მოგიწევთ დამატებითი წინააღმდეგობის დაძლევა და მეტი ძალისხმევა მიზნებისკენ სვლისთვის. მიმართეთ დახმარება გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს, ისარგებლეთ მათი გამოცდილებით.
თხის რქა
დღე რთული და დაძაბულია. არ არის გამორიცხული, ბევრი დრო დაკარგოთ წარმოქმნილი პრობლემების გადასალახავად. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე საღამომდე გადაიტანოთ, როცა თქვენი ენერგია მოიმატებს. მეგობრებთან შეხვედრა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება თქვენთვის სასარგებლო იქნება.
მერწყული
მკაცრმა სიტყვამ ან შენიშვნამ შეიძლება კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, ამიტომ დღეს თავაზიანი და თავშეკავებული, საუბარი გმართებთ. სასარგებლოა დროის გარეთ გატარება, მეგობრების შეხვედრა, პარკში გასეირნება. საღამოს დაკავდით ჰობით და აღიდგინეთ სიმშვიდე.
თევზები
დღე შესაფერისია დასვენებისთვის, მშვიდი და სასიამოვნო სამუშაოსთვის. არ უნდა დაიწყოთ სერიოზული ან საპასუხისმგებლო საქმეები. ნუ გასცემთ ნაჩქარევ პასუხებს, ამან შეიძლება არასასიამოვნო სიტუაციაში ჩაგაგდოთ. მოკლე მოგზაურობები საინტერესო და საგანმანათლებლო იქნება.