27 ივნისი, ახალმთვარეობა

27 ივნისი, ახალმთვარეობა

მთვარის ოცდამეათე დღე

ეს დღე მთვარის კალენდრით ყოველთვის არ დგება. ეს ჰარმონიის, სიყვარულის, მონანიებისა და პატიების დღეა.

დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

სიზმრები სასიხარულოდ ცხადდება.

არ დაიწყოთ ახალი საქმეები.

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად.

აკონტროლეთ ემოციები.

კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ.

სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები.

ნიშნობა და ქორწინება დღეს არ დაგეგმოთ.

ამ დღეს ლამაზი, ნიჭიერი ადამიანები იბადებიან.

არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ ხორცეულს.

უარი თქვით სმასა და სიგარეტზე.

თმის შეჭრას არ გირჩევთ.

ამ დღის ქვებია: თეთრი მარჯანი, მთის ბროლი, თურმალინი.

მთვარის პირველი დღეა

დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ.

მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ.

მეტად დაისვენეთ.

ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა.

ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.

მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები.

არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.

არ შეიჭრათ თმა!

ამ დღეს დაბადებული ადამიანი ღრმა სიბერემდე მიაღწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვური, მიამიტი და მეოცნებე იქნება.

ამ დღის ქვებია: ბრილიანტი და მთის ბროლი. თუმცა, გაფრთხილდით, ბრილიანტის ტარება ყველასთვის მიზანშეწონილი არაა.

ახალმთვარეობა დადგება 12:09. მანამდე მთვარის ოცდამეათე დღეა

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კირჩხიბში

ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.

კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.

ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.

კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.

ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით