ავტორი:

27 ივნისის-3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

27 ივნისის-3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

29 ივნისს, 6:52-ზე, კირჩხიბის მე-8 გრადუსში ახალმთვარეობას ველოდებით. სავსემთვარეობის მსგავსად ახალმთვარეობაზეც მომატებულია ემოციურობა. ამ დღეს მზე და მთვარე კირჩხიბშია და მათ გვერდითაა ლილიტი (ცდუნებები). მაქსიმალური დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები; მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას ოჯახის წევრებთან. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს ოჯახის, სამშობლოს მიტოვება.

ვერძი

ნუ დაისახავთ რთულად შესასრულებელ მიზნებს. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბავს კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან. კვირის ბოლოს დაიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, განვითარებას. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ.

კურო

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებს შორის. კვირის მეორე ნახევარიდან ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ახალი პროექტების დაწყება არ გაგიჭირდებათ. ზოგიერთი შეიძლება საოჯახო ბიზნესში ჩაერთოთ. უქმეებზე ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დაისვენეთ.

ტყუპი

კვირის დასაწყისში ახლობლების საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და გაერკვევით თქვენთვის აქამდე უცნობ საკითხებში. სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანშია. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან და მატერიალური მდგომარეობაც. მარტოხელებს ფლირტი, რომანტიკა გელოდებათ.

კირჩხიბი

ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია. გაქვთ შესაძლებლობა დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა. იყავით მომართული ცხოვრების, იმიჯის გაუმჯობესებაზე. დაუთმეთ დრო პირადი ცხოვრების დარეგულირებას. დაიწყეთ თქვენთვის საინტერესო საკითხის შესწავლა, ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე, აიმაღლეთ კვალიფიკაცია.

ლომი

დღეები ისე გადაანაწილეთ, რომ მეტი დრო დაგრჩეთ დასვენებისთვის; დაუთმეთ დრო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას, ჰობის. იყავით მშვიდი და გააზრებული, აკონტროლეთ ემოციები. ნუ დაარღვევთ წესებს. უქმეები ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო ადამიანების გვერდით გაატარეთ.

ქალწული

ოთხშაბათამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. ხუთშაბათიდან ახლების დაწყებას შეძლებთ. აქტიურად ჩაერთეთ სოციალურ თემებში. თანამოაზრეებთან ერთად შეძლებთ ახალი მიზნების განხორციელებას. გაფრთხილდით, არ იკამათოთ მეგობრებთან, ზოგიერთთან დაშორება გელოდებათ.

სასწორი

რეალური მიზნები დაისახათ, ფანტაზიებში ნუ გადავარდებით. საქმიან პარტნიორებს შეხვდით მეგობრულ გარემოში. იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სოციალური სტატუსის ამაღლებაზე. უქმეებზე ალტრუისტი უნდა გახდეთ და გარშემო მყოფებს უსასყიდლოდ დაეხმაროთ.

მორიელი

საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის კვირა გეწყებათ. ოთხშაბათს ჩამოწერეთ სამომავლო მიზნების სია და უკვე პარასკევიდან დაიწყეთ მათი განხორციელება. კარდინალურ ცვლილებებს ელოდეთ კარიერასა და პირად ცხოვრებაში. მარტოხელებს საიდუმლო პაემანი გელოდებათ ასაკით ან სოციალური სტატუსით განსხვავებულ ადამიანთან.

მშვილდოსანი

არ გადაიღალოთ არც ფიზიკურად და არც ემოციურად. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ახალმთვარეობის დღეებში. მეტი დრო დაუთმეთ გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას, იმუნიტეტის გაძლიერებას. შუა კვირიდან გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება, პაემნები და რომანტიკული თავგადასავალი გელით.

თხის რქა

გაერკვიეთ დეტალებში, იყავით დაკვირვებული, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. შუა კვირიდან სამსახურში ვალდებულებები მოგემატებათ, მაგრამ ნურც ოჯახზე ზრუნვას და საყვარელ ადამიანს დაივიწყებთ. ეცადეთ, უქმეები ბავშვებთან ერთად, მხიარულად და საინტერესოდ გაატაროთ.

მერწყული

მეტი დრო დაუთმეთ საბინაო, სააგარაკო საკითხების მოგვარებას. შეიძლება გადაწყვიტოთ რემონტის გაკეთება ან სახლის მშვენებლობა. გირჩევთ, ახალი საქმეები პარასკევიდან დაიწყოთ. ოთხშაბათამდე კი ყველა დაწყებული პროექტი დაასრულეთ. ახალგაცნობილებთან გულახდილობას და სამომავლო მიზნებზე საუბარს არ გირჩევთ.

თევზები

საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და პერსპექტიულ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ ეს ყველაფერი ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყეთ. მანამდე დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ოთხშაბათს არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ, აკონტროლეთ ემოციები. ზოგიერთს უცხოეთში გამგზავრების შესაძლებლობა მოგეცემათ ან შემოთავაზებას მიიღებთ.