27 ივნისი ორშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:08-ზე მთვარე ტყუპშია
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობაც. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, მწვანილით.
ვერძი: დილიდან განეწყვეთ მუშაობისთვის, დაწყებული პროექტების დასასრულებლად. მოერიდეთ ტრავმულობას, სტრესსა და ფიზიკურ გადატვირთვას.
კურო: მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მედიცინასთან, ბიზნესთან, შემოქმედებასთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მყუდრო გარემოში გაატარეთ.
ტყუპი: სასიამოვნო მოვლენებით აღსავსე დღე გელოდება, მაგრამ დაკვირვებული იყავით ტექნიკასთან. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან.
კირჩხიბი: მოგინდებათ ძვირად ღირებული ნივთის შეძენა, ფულის დაბანდება. ერთგულ პარტნიორებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები და ჩაინიშნეთ სამომავლო გეგმა.
ლომი: ახალი იდეების განხორციელებას მომავლში შეძლებთ. დღეს უნდა მოაგვაროთ და დაასრულოთ უკვე დაწყებული საქმეები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.
ქალწული: საქმიანი შეხვედრა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ბასრ ინსტრუმენტებთან, ტექნიკასთან. საღამო მყუდრო, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
სასწორი: დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რომ ახლების დაწყებაში არ შეგეშალოთ ხელი. საღამო საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე. საინტერესო ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.
მორიელი: დღეს უნდა მოინდომოთ და გააკეთოთ მაქსიმალურად საუკეთესოდ, საკუთარი თავის წინაშე მართალი რომ იყოთ. ზოგიერთი შეიძლება დაფიქრდეთ საქმიანობის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე.
მშვილდოსანი: საკუთარი საქმეების პარალელურად ახლობლების პრობლემებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდება. ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ, უმჯობესია, დაწყებულები დაასრულთ და საღამოს მშვიდად დაისვენოთ.
თხის რქა: არ გადაიღალოთ, მხოლოდ ის საქმეები შეასრულეთ, რაც მატერიალურ კეთილდღეობას და სიამოვნებას მოგიტანთ. იყავით გულუხვი და მოსიყვარულე შვილების მიმართ.
მერწყული: დაკვირვებულად იმოქმედეთ, აჩქარებით ყველაფერს გააფუჭებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან ან მიიღოთ მხარდაჭერა (ფულადიც)საზღვარგარეთიდან.
თევზები: ნუ ჩაერთვებით სხვების კონფლიქტში, დროულად გაეცალეთ აგრესიულ მოსაუბრეს. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ პრინციპულად საჭირო საკითხების განხილვასა და მოგვარებას.