სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:56-ზე, მთვარე სასწორშია
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. ამ დღეს მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას; ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები.
ვერძი
გაზრდილი ამპარტავნობა კარგს არაფერს მოგიტანთ. შეხედეთ საგნებს რეალისტურად და ნუ გადააფასებთ თქვენს ნიჭს და შესაძლებლობებს. სამშაბათი უკეთესია დასუფთავებისთვის. გადაყარეთ ნაგავი, მოაწესრიგეთ სახლის მიმდებარე ტერიტორია.
კურო
კარგი იქნება, თუ დიდ დროს გაატარებთ ბუნებაში ან სპორტდარბაზში, რაც აუცილებელია უარყოფითი ენერგიისგან დასაცლელად. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც მართლაც ღირებული და უნიკალური.
ტყუპი
დღეს მიდრეკილნი ხართ კონფლიქტებისა და სიზარმაცისკენ. დალიეთ ყავა გასამხიარულებლად. მოერიდეთ ხალხის პროვოცირებას. თუმცა, სასარგებლოა დისკუსიებში მონაწილეობა. შესანიშნავ შედეგებს მოგცემთ ტრენინგსა და მასტერკლასზე დასწრება.
კირჩხიბი
თქვენი ბიზნესსაქმიანობა კარგ შედეგს მოგიტნათ. ადვილად გაუმკლავდებით დავალებებს და შედეგიც შესამჩნევი იქნება. იყავით მოკრძალებული გამონათქვამებში. საკუთარი თავის შექება სრულიად არასაჭიროა და შეიძლება საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს. რომანტიკულ პაემანზე შეთანხმდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა სტაბილური და ჰარმონიულია.
ლომი
მიჩვეული ხართ ყურადღების ცენტრში ყოფნას, მაგრამ დღეს გამომწვევი ქცევა მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით. შეამცირეთ აქტივობა, აკეთეთ ის, რაშიც კარგად ხართ გათვითცნობიერებული. საღამოს კარგია სახლში დარჩენა და ჰობისთვის დროის დათმობა.
ქალწული
სამშაბათი დილა რთული იქნება. ნებისმიერ საქმიანობაში იყავით დაკვირვებული. დაისვენეთ ლანჩის წინ. მას შემდეგ რაც ძალა და თავდაჯერებულობა მოგემატებათ, შეძლებთ თქვენი გეგმის შესრულებას. რთული პრობლემების გადაჭრისას არასტანდარტული მეთოდები უფრო ეფექტურია. მოძებნეთ ახალი ინფორმაცია და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.
სასწორი
გამოგიჩნდებათ ფულის შოვნის ახალ წყარო. შესაძლოა მიიღოთ სამუშაო შეთავაზება ან განახორციელოთ იდეები მომგებიანი ბიზნესისთვის. მოუსმინეთ ინტუიციას, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან. სამშაბათი ასევე კარგია ოჯახური ღონისძიებებისთვის, ერთობლივი გარე აქტივობებისთვის.
მორიელი
შეინარჩუნეთ კარგი განწყობა და მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. მოუფრთხილდით საჭმლის მონელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემას. გვირჩევთ გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც სასიამოვნო და კომფორტულია. შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ.
მშვილდოსანი
რთული იქნება სერიოზულ სამუშაოზე მორგება; უფრო დასვენება და გატვირთვა გსურთ. შეამცირეთ გაჯეტების გამოყენება. საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. ხელსაყრელი დღეა ნათესავებთან ერთად მოგზაურობისთვის, მშობლებთან კომუნიკაციისთვის და მათ დასახმარებლად.
თხის რქა
დაემშვიდობეთ უარყოფით მოგონებებს, კომპლექსებს, ძველ წყენას. ფსიქოლოგთან საუბარი ან სხვადასხვა პრაქტიკა დადებით ეფექტს მოგცემთ. იყავით მომართული საქმიან შეხვედრებზე, პროექტების განხორციელებაზე.
მერწყული
დილიდან მოემზადეთ სამუშაოსთვის; იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე კოლეგებთან. თუ მოინდომებთ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებთ. სასიყვარულო ფრონტზე საქმეები კარგად მიგდით. ფლირტი პარტნიორთან გრძნობებს გაგიხალისებთ.
თევზები
საკუთარი თავი წარმატებისთვის განაწყვეთ; ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, თუ არ იზარმაცებთ. შეხედეთ ყველაფერს ოპტიმისტურად. დაივიწყეთ ნეგატიური სიტყვები და აზრები. საღამო დაუთმეთ მეგობრებთან განმუხტვას.