კურო
უშეცდომო არავინაა და ეცადეთ ერთი შეცდომის გულისთვის ადამიანს არ გაუნაწყენდეთ. მცირე უსიამოვნებები ადვილი მოსაგვრებელია, მთავარია, სერიოზული ქმედებები აირიდოთ. ამასთანავე, დღეს მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას.
ტყუპი
ახალგაცნობილი ადამიანი შეიძლება თქვენი მომავალი სასიყვარულო პარტნიორი გახდეს. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობის გასავითარებლად.
კირჩხიბი
მოულოდნელი საქმეების გამო შეიძლება საღამოს გეგმები შეგეცვალოთ. ეცადეთ, პრიორიტეტი მნიშვნელოვან მოვლენებს მიანიჭოთ.
ლომი
თქვენი საქმეები საქვეყნოდ გაგითქვამთ სახელს. გარშემო მყოფებში ავტორიტეტსაც მოიპოვებთ. ეცადეთ, კოლეგები და მეგობრები რთულ საქმიანობაში არ მიატოვოთ.
ქალწული
ემოციურმა განწყობამ შეიძლება სწორ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ. ამიტომ, გვერდით ისეთი ადამიანი იყოლიოთ, ვინც რთულ მომენტში გონზე მოსვლაში დაგეხმარებათ.
სასწორი
დღეს წარმატება თქვენს მხარეზეა, – არც ფინანსური საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. მთავარია, სარისკო ქმედებებს მოერიდოთ.
მორიელი
თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, კამათშიც ვერავინ დაგამარცხებთ. იყავით სამართლიანი და ნურც გარშემო მყოფების დაჩაგვრას შეეგუებით.
მშვილდოსანი
დღეს ყველა დაწყებული საქმე უნდა დაასრულოთ. ბევრი საქმე და ნაკლები დრო გაქვთ. თუ დახმარებას ვინმე შემოგთავაზებთ, უარი არ უთხრათ. მთავარია, ყველაფერი აკონტროლოთ და გადაამოწმოთ.
თხის რქა
უთანხმოების გამო გარშემო მყოფებთან კამათს ნუ წამოიწყებთ. ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ "კამათში იბადება ჭეშმარიტება" და ეცადეთ სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ.
მერწყული
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. ამასთანავე, შეიძლება ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც მომავალში თქვენი მფარველი გახდება.
თევზები
სამსახურის საქმეების მიუხედავად, არც ნათესავებს მოაკლოთ ყურადღება. აგრეთვე კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. სასურველია, ახლობლებიც დაიხმაროთ.