27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:05-ზე, მთვარე 07:04-ზე ესტუმრება ქალწულს

რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.

ვერძი

დღეს განსაკუთრებით კრეატიული და მიმზიდველი ხდება. შეიძლება მარტოხელები სწორედ დღეს შეხვდეთ თქვენს სიყვარულს. დიდი ალბათობით, შეხვედრა მოხდება კულტურასთან ან ხელოვნებასთან უშუალოდ დაკავშირებულ ადგილას.

კურო

დღეს ხელოვნებით ტკბობის სურვილი ექნებათ. შეგიძლიათ წახვიდეთ მუზეუმში ან გალერეაში, ან უბრალოდ უყუროთ კარგ ფილმს ოჯახთან ერთად. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას სიხარული და ბედნიერება მოაქვთ.

ტყუპი

შაბათს კატეგორიულად არ არის რეკომენდებული სამუშაო ამოცანებში ჩართვა. უმჯობესია დრო დაუთმოთ ოჯახს, იმხიარულოთ მეგობრებთან ერთად.

კირჩხიბი

შაბათისთვის ვითარება იწყებს გაუმჯობესებას. ოჯახთან და მეგობრებთან კონფლიქტი წყდება და კომუნიკაცია უფრო პროდუქტიული ხდება. მნიშვნელოვანია გამოყოთ დრო სახლის მოვლისთვის.

ლომი

თუ ოჯახში ან საყვარელ ადამიანთან დიდი ხანია რაიმე უთანხმოება და გაუგებრობაა, შაბათი საუკეთესო დღეა მათ მოსაგვარებლად. საღამოს რეკომენდებულია საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება.

ქალწული

შაბათს აუცილებლად გჭირდებათ ოჯახთან ერთად შეკრება. უმჯობესია, გაემგზავროთ ქალაქგარეთ. მოაწყოთ სამაგიდო თამაშების საღამო. დღევანდელი მოგონებები დიდხანს გაგყვებათ

სასწორი

ჰარმონიული დღე გელოდებათ. მაშინაც კი, თუ ავად იყავით ან რაიმე უსიამოვნო სიმპტომი გაწუხებდათ, ახლა მათი გაქრობა გარანტირებულია. პოზიტიური განწყობა შეიქმენით მეგობრებთან შეხვედრით.

მორიელი

მოზღვავებული ენერგიის სწორი მიმართულები გამოყენებას გირჩებთ. კარგი იქნება ბუნებაში მოგზაურობა, სპორტი და სხვა ფიზიკური აქტივობა. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

მშვილდოსანი

შაბათს უმჯობესია უპირატესობა გარე აქტივობებს მიანიჭოთ, სპორტი ან ბუნებაში გატარებული დრო დაგეხმარებათ დარდის განდევნაში, მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გვერდით.

თხის რქა

საუკეთესოდ ჩაცმული საზოგადოებაში უნდა გახვიდეთ. გაზრდილი არტისტულობა და ხიბლი ყველას ყურადღებას მიიპყრობს. შესაძლებელია საბედისწერო შეხვედრა მომავალ სასიყვარულო პარტნიორთან.

მერწყული

დღეს იგრძნობთ, რომ სერიოზულად ხართ დაღლილი. შაბათს უნდა გამოყოთ დრო სეირნობისა და დასვენებისთვის. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.

თევზები

იღბლიანობა გრძელდება, მაგრამ წინდახედულება არ გეკრძალებათ. გაზრდილი აგრესიის შესამცირებლად მიმართეთ რელაქსაციის პრაქტიკებს. გაისეირნეთ ბუნებაში. არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ კონფლიქტებსა და ჩხუბებში.