27 მაისს დაბადებული ადამიანი თავის მოსაზრებას ყოველთვის მხურვალედ იცავს

27 მაისს დაბადებული ადამიანი თავის მოსაზრებას ყოველთვის მხურვალედ იცავს

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

  • როგორია 27 მაისს დაბადებული ადამიანი

27 მაისს დაბადებული ადამიანები გამჭრიახი გონებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. ხშირ შემთხვევაში მათგან საკუთარი საქმის კარგი სპეციალისტები გამოდიან. თუმცა, იშვიათად ახასიათებთ მრავალმხრივი ინტერესები. გააჩნიათ არგუმენტირებულად კამათის უზადო ნიჭი, ამიტომ თავიანთ მოსაზრებას ყოველთვის მხურვალედ იცავენ.