27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:01-ზე

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.

ვერძი

იყავით მამაცი, თუმცა, გულდასმით უნდა განიხილოთ სიტუაცია და არ იჩქაროთ, რათა თავიდან აიცილოთ წარუმატებლობა. მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველაფერს უკეთესობისკენ შეგიცვლით.

კურო

დაჯილდოვდებით ახალი კონტაქტებით, რაც გამოგადგებათ როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. თუ დიდი ხანია არ ხართ ნამყოფი ნათესავებთან, ესტუმრეთ, გაახარეთ. საღამო შესაფერისია დასვენების და წიგნების კითხვისთვის.

ტყუპი

ნუ გააფუჭებთ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ძალიან მგრძნობიარე ხართ. ხვალ ყველაფერს სხვანაირად დაინახავთ. ნუ გააკეთებთ იმას, რომლებსაც მოგვიანებით ინანებთ. არ დაივიწყოთ მეგობრები.

კირჩხიბი

ეცადეთ დაისვენოთ და არ გაბრაზდეთ ადამიანებზე, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ თქვენს ცუდ განწყობასთან. სამსახურში პროდუქტიული რომ იყოთ, შეეცადეთ არ იფიქროთ სახლში არსებულ პრობლემებზე.

ლომი

ვარსკვლავები ხელს გიწყობენ და წარმატებას გპირდებიან. გაგიმართლებთ სამსახურშიც, პირად ცხოვრებაშიც. გახსოვდეთ, არ ხართ მანქანა; თქვენს სხეულს დროდადრო მაინც სჭირდება დასვენება. კარგი დღეა რომანტიკულობისთვის. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს პაემანი.

ქალწული

გამოიჩინეთ კრეატიულობა საქმიანობაში. ბრწყინავთ და მიიპყრობთ სხვების ყურადღებას. არ მისცეთ უფლება კოლეგებს თქვენზე ცუდად ილაპარაკონ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

სასწორი

დაწყება ყოველთვის რთულია, შეგიძლიათ რჩევა სთხოვოთ თქვენს მეგობარს ან კოლეგას, მაგრამ არ დანებდეთ. საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ, მაგრამ ახლა არ არის შესაფერისი დრო, რომ ვინმეს ენდოთ.

მორიელი

შეწყვიტეთ გამუდმებით საუბარი იმაზე, რისი შეცვლაც გსურთ და გადადით მოქმედებაზე. შესაძლოა, მოგიწიოთ ერთ-ერთ მეგობართან განშორებამ, შესაძლოა დამსაქმებელთან ან პარტნიორთან.

მშვილდოსანი

თავისუფალი დროის ნაწილი დაუთმეთ სამუშაოს. გაუფრთხილდით ენერგიას და ნერვებს. დააყენეთ გონივრული ტემპი და შეინარჩუნეთ იგი მთელი დღის განმავლობაში. კარგი დღეა სოციალურ ღონისძიებაზე წასასვლელად.

თხის რქა

ადრე ყველაფერს თავად შეძლებდით, არავის მხარდაჭერა არ გჭირდებოდათ. მაგრამ რაც დრო გადის, და ფასეულობები იცვლება. უყოყმანოდ ითხოვეთ დახმარება. უგულებელყავით ჭორები, რომლებიც შეიძლება მოისმინოთ თქვენს პარტნიორზე. სჯობს პრობლემაზე ისაუბროთ, ვიდრე თავიდან აიცილოთ.

მერწყული

ყველა უსიამოვნებასა და წუხილის გადალახვით, ბევრად გაძლიერდებით და არაფერი შეგიშლით ხელს დამსახურებული ჯილდოს მიღებაში. მაგრამ უნდა გამოავლინოთ მოთმინება. ცუდი გამოცდილების შემდეგ, შეიძლება ცოტა ხნით მოერიდოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს.

თევზები

არ არის საუკეთესო დღე ყოველდღიური სამუშაოსთვის. რუტინა გამაღიზიანებელი იქნება. მხოლოდ კრეატიულ მიდგომას შეუძლია სიტუაციის გაუმჯობესება. აჩვენეთ სხვებს თქვენი უნიკალურობა. თუ შესაძლებელია, წადით სადმე ოჯახთან ერთად.