ხუთშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 14:27-ზე, მთვარე თევზებში იქნება 23:21-დან
ამ დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია: კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლს, ყავას და მედიკამენტებს აქვს ძლიერი ეფექტი და უმჯობესია მოერიდოთ. არ არის საუკეთესო დრო ლაშქრობისა და მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით შორ მანძილზე. არ არის მიზანშეწონილი დაოჯახება.
ვერძი
ეს დღე ხელსაყრელია ისეთი აქტივობებისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, გადადებთ ხოლმე. სასურველია, დრო დაუთმოთ საკუთარ თავს - მიიღეთ აბაზანა გამოიყენეთ ეთერზეთებით, დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და, რაც მთავარია, მოერიდეთ ნეგატივზე ფიქრს.
კურო
რაოდენ გამაღიზიანებელ ადამიანთანაც არ უნდა გიწევდეთ ურთიერთობა სამსახურში, ეცადეთ, არ დაეშვათ უხეშობამდე - ნუ მიბაძავთ უღირს ადამიანებს.
ტყუპი
ნებისმიერი არასამსახურებრივი აქტივობა - თუნდაც ტელეფონზე საუბარი ან მესიჯობა - ყურადღებას გადაგატანინებთ თქვენი ძირითადი სამუშაოდან, ამიტომ ვერ შეძლებთ დაგეგმილის ნახევრის შესრულებასაც კი.
კირჩხიბი
წარსულის სასიამოვნო მოვლენების გახსენებისას, ნუ გამოტოვებთ იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ: ამის ნაცვლად, უბრალოდ დაურეკეთ მას და მოიკითხეთ.
ლომი
თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან იმ წერტილს აღწევს, სადაც არ უნდა გამოავლინოთ დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა; ის დააფასებს თქვენს სისუსტეს და მოქნილობას.
ქალწული
ეს დღე იდეალურია დასვენებისთვის: რადგან ბოლო დროს ბევრს მუშაობდით, ამას ნამდვილად იმსახურებდით: შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში, პარკში გაისეირნოთ ან დრო შვილებთან და ხანდაზმულ ნათესავებთან ერთად გაატაროთ.
სასწორი
მას შემდეგ, რაც მიხვდებით, რომ თქვენი ამჟამინდელი სამსახური აღარ შეგეფერებათ და მის შეცვლაზე იფიქრებთ. ამ დროს შეგიძლიათ ახლის ძებნა დაიწყოთ. მთავარია, არ იჩქაროთ გადამწყვეტი ქმედებებით, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომა.
მორიელი
პოტენციური ფინანსური შეთავაზება, რომელიც განსაკუთრებით მომგებიანად იქნება წარმოდგენილი, სავარაუდოდ, ასეც აღმოჩნდება, მაგრამ ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას - აუცილებელია ვარიანტების ყურადღებით განხილვა და აწონ-დაწონა.
მშვილდოსანი
ეს დღე ხელსაყრელია მეგობრებთან კომუნიკაციისთვის: გულწრფელი საუბარი, თუნდაც ის ონლაინ რეჟიმში მოხდეს, განწყობას აგიმაღლებთ, რომელიც დღეს ნაკლებად ოპტიმისტური იქნება.
თხის რქა
დღეისთვის ბევრს ნურაფერს დაგეგმავთ, ნურც სამსახურში და ნურც სახლში: დიდი საქმეების მიღწევის ენერგია ან სურვილი არ გექნებათ, ამიტომ უმჯობესია დღე დასვენებას დაუთმოთ - ეს მოდუნება ხვალ გამოგადგებათ.
მერწყული
ნუ მოიშორებთ იმ ადამიანს, ვინც გაწყენინათ, თუ ის თავის შეცდომას მიხვდება და ბოდიშს მოიხდის: ბოლოს და ბოლოს, არც თქვენ ხართ იდეალური და თანაც ნაწილობრივ დამნაშავეც ხართ იმაში, რაც მოხდა.
თევზები
სანამ სხვა ადამიანს განსჯით, გაითვალისწინეთ ის გარემოებები, რამაც გამოიწვია მისი, ერთი შეხედვით, უღირსი საქციელი: შესაძლოა, შეძლოთ მისი გამართლება, თუ არა გაგება მაინც.