ავტორი:

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 13:54-ზე, მთვარე თხის რქაშია

მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოიმატებს მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით, რძის ნაწარმით, თაფლით.

ვერძი: ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოეთში მცხოვრებ ახლობლებთან.

კურო: მეტი დრო გაატარეთ ახლობელი ადამიანების გვერდით. მიიღებთ ძვირად ღირებულ ნივთებს საჩუქრად.

ტყუპი: დღევანდელი დღე დაუთმეთ პარტიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.

კირჩხიბი: მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. იზრუნეთ ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.

ლომი: ბავშვებთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. საღამოს საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.

ქალწული: მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, იზრუნეთ მშობლებზე. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება.

სასწორი: დაესწარით თქვენთვის საინტერესო სასწავლო კურსებს. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაიუმჯობესებთ.

მორიელი: გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

მშვილდოსანი: ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რასაც ხვალიდან განახორციელებთ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

თხის რქა: მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, უყურეთ საყვარელ ფილმს. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ახლობლებს.

მერწყული: მეტად გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. შეიძლება ინტერნეტჯგუფის წევრიც გახდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თევზები: გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი, რომელიც საქმეების მოგვარებაში, სოციალური სტატუსის აიმაღლებაში დაგეხმარებათ.