27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა მგზავრობისთვის, ახალი ნაცნობობისა და ძველ მეგობრებთან შესახვედრად. ახალი გეგმების განსახორციელებლად მეტი აქტიურობა და შრომა მოგიწევთ.

ტყუპი

ახლობლებთან კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვარეთ. მეტი დრო დაუთმეთ პირადი საკითხების მოგვარებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

მოგზაურობის, მგზავრობისა და საყიდლებისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. ახალი იდეების განსახორციელებლად კი - მეტი აქტიურობა. ეცადეთ, თქვენს სახლში ჰარმონიამ დაისადგუროს.

ლომი

დასამახსოვრებელი დღე გელით. კარგი დღეა მოგზაურობის, აქტიური დასვენების, წყლის პროცედურებისთვის. მოერიდეთ ვაჭრობასა და კომერციულ ოპერაციებს.

ქალწული

კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები არ დაუშვათ. კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

სასწორი

სასიამოვნო ცვლილებები და ახალი ნაცნობობა გელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ივარჯიშეთ. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები.

მორიელი

მოაგვარეთ მატერიალური საკითხები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა კონტრაქტებისა და მნიშვნელოვანი საბუთების გასაფორმებლად. სიყვარულში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

მშვილდოსანი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან; განსაკუთრებით - მეზობლებთან. თუ ცვლილებები გსურთ, დაგეგმეთ მოგზაურობა.

თხის რქა

გაუფრთხილდით საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებს, არაკეთილმოსურნეთა კრიტიკას. ნუ გასცემთ დაპირებებს.

მერწყული

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაგეგმავად. გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა. დღეს გაშვებული შანსი მომავალში დიდ უსიამოვნებას მოგიტანთ.

თევზები

მოერიდეთ ემოციების გამოვლენას; თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს; ახლობლებთან ურთიერთობის გაფუჭებას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სასიამოვნო საქმიანობას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით