კურო
კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვარეთ და ოპონენტებს ჩხუბის მიზეზს ნუღარ მისცემთ. მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველას თავისი მოსაზრება აქვს.
ტყუპი
ყველაფერი მოგვარდება ან უკვე მოგვარდა. ნუ გააკეთებთ ეკონომიას საკუთარ სიამოვნებაზე. განსაკუთრებით, თუ დარწმუნდით, რომ წამალი ან პროდუქტი აუცილებელია თქვენთვის.
კირჩხიბი
დღის მთავარი საზრუნავია ფული და მასთან დაკავშირებული საქმეები. მიმართეთ მეგობრებს დახმარებისთვის. საღამოს მიიღეთ ემოციური და ფიზიკური კომფორტი.
ლომი
დღეს გსურთ ყველაფრის ბატონ-პატრონი იყოთ. აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს და ეცადეთ, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, დაზოგოთ სასიცოცხლო ენერგია.
ქალწული
ფანტაზიები და მოგზაურობა გსურთ. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი გეოგრაფიისა და ეგზოტიკური კერძებისადმი. საღამოს აიყოლიეთ თანამოაზრეები და ეგზოტიკურ კულტურას, სამზარეულოს გაეცანით.
სასწორი
სასარგებლო შენაძენების დღეა. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მიმოწერა. საყვარელ ადამიანთან მოაგვარეთ საჭირბოროტო საკითხები. უსიამოვნებებს დაუსვით საბოლოო წერტილი.
მორიელი
ნერვიულობასა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას არ გირჩევთ. დაივიწყეთ წარსული წყენა და მეგობრულად გააგრძელეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით, ქალბატონებთან.
მშვილდოსანი
რაინდობას და გმირობის ჩადენას არ გირჩევთ. მშვიდად და დაკვირვებულად შეასრულეთ ყოველდღიური საქმეები. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ ინსტრუმენტებთან.
თხის რქა
პრობლემები და სიურპრიზები არ გელით. ნუ წამოიწყებთ ძველ საუბარს შვილებთან, მეუღლესთან. ნუ განაახლებთ ძველ საქმეს ან ურთიერთობას თუ ხვდებით, რომ ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
მერწყული
მოერიდეთ ინტენსიურ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან; ურთიერთობის დაძაბვას უფროსთან, მშობლებთან. თქვენთვის შეინახეთ თქვენი მოსაზრება. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.
თევზები
დაკვირვებულად შეასრულეთ ვალდებულებები ყურადღება გმართებთ ფინანსებისა და დეტალებისადმი. სანამ სტუმრად წახვალთ, დარწმუნდით, რომ მასპინძელი შინ დაგხვდებათ. საღამოს სუფთა ჰერზე გაისეირნეთ.