27 ოქტომბერი, მთვარის მეთექვსმეტე დღე

27 ოქტომბერი, მთვარის მეთექვსმეტე დღე

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება.

კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ.

კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი.

უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ.

კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის.

მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.

მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო.

ამ დღეს დაბადებული ადამიანს უყვარს თეთრი ფერი; ბუნება. ფანტაზიორია. ცხოვრებაში ბევრ კარგ საქმეეს გააკეთებს და გარშემო მყოფების პატივისცემასაც დაიმსახურებს.

ამ დღის ქვებია: მარგალიტი (გარდა შავისა), ზურმუხტი.

თმის შეჭრა ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს მომავალზე.

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:28

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კუროში

მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.

ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.

კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.

დღეს კარგია ცურვა, საუნა.

რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით