27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საინტერესო დღე გელით. დააკვირდით მოვლენებს, გარშემო მყოფებს. ისეთი საქმეები შეასრულეთ, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ. მეტად გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი, ნუ მოგერიდებათ ემოციების გამოხატვა.

ტყუპი

ამინდიც ვერ გაგიფუჭებთ განწყობას. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისას ყურადღება გმართებთ. დღე აღსანიშნავია შეხვედრებით (საქმიანი და პირადი). ზოგიერთს რომანტიკული სიურპრიზი ელის.

კირჩხიბი

მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. განახლდება ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ მეგობართან. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. ნუ ეკამათებით, დაუმეგობრდით მათ.

ლომი

ადრე ადექით და დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. სამსახურის საქმეების მოგვარებაში კოლეგები დაიხმარეთ. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული

სამსახურის საქმეები მოწესრიგებული გაქვთ. დროა, ოჯახსა და გართობაზეც იზრუნოთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით.

სასწორი

მაქსიმალურად მოინდომეთ, გააკეთოთ აუცილებელი, გაიგოთ მნიშვნელოვანი. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. ახლობლები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან.

მორიელი

ურთიერთობისა და ნაცნობობის დღეა. გახსოვდეთ, შემთხვევით არაფერი ხდება. ნუ განმარტოვდებით, ნუ დარჩებით სახლში. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. მეტად გაიღიმეთ.

მშვილდოსანი

საქმეები მოიმატებს და თქვენც უნდა გააქტიურდეთ. იყავით ყურადღებით დეტალებისადმი. საქმიანი შეხვედრისას, იდეების განხილვისას ნუ მოგერიდებათ საკუთარი აზრის გამოთქმის. დღეს მიხვდებით, რომ თქვენთვის ყველა კარი ღიაა.

თხის რქა

საინტერესო დღე გელით. მთების გადადგმას არ გირჩევთ, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოავლინოთ. მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზება. საღამოს - რომანტიკული ნაცნობობა.

მერწყული

სამსახურში სერიოზული და დაკვირვებული უნდა იყოთ, მეგობრებთან - მხიარული. გვიანობამდე ნუ გაჩერდებით სამსახურში. სასიამოვნო ამბები გელით ნათესავებისგან.

თევზები

მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, საქმეები. მეტი ყურადღება გმართებთ ნათესავებისადმი. სამსახურის საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო ბავშვებისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით