27 სექტემბერი, მთვარე მშვილდოსანშია: გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად

27 სექტემბერი, მთვარე მშვილდოსანშია: გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 14:27-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 01:37-ზე

სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა.

ჯანმრთელობა: ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება.

კვება: არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი.

რეკომენდებულია: მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები.

არ არის რეკომენდებული: ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.

მოგზაურობა: დღე ხელსაყრელია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მოგზაურობის დასაწყებად.

ურთიერთობები: ეს დღე იდეალურია შემოქმედებითი ადამიანებისთვის ოჯახის შესაქმნელად. მეუღლეები ერთმანეთს დაეხმარებიან შემოქმედებაში, იცხოვრებენ საერთო იდეალებითა და მისწრაფებებით. ქორწილში დაპატიჟეთ რაც შეიძლება მეტი კრეატიული ადამიანი. ღონისძიება უნდა იყოს ორგანიზებული შემოქმედებითად.

დღის მინერალები: საფირონი, ჰელიოტროპი, მარჯანი.

  • მთვარე მშვილდოსანშია

კარგია ხელშეკრულებების გაფორმება და განაცხადების წარდგენა. მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები, წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობებში, მივლინებაში და ოფიციალურად დაარეგისტრიროთ ახალი ორგანიზაცია. იღვიძებს ინტერესი სოციალური აქტივობების მიმართ.

აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი.

საოჯახო საქმეები: თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. კარგია დღეს მინისა და სარკის ზედაპირების გაპრიალება. შეგიძლიათ ტანსაცმელი დააუთოოთ და ნივთები შესანახად მოათავსოთ. შეგიძლიათ გაყინოთ ხილი და გამოაცხოთ პური.

კოსმეტიკური პროცედურები: კარგია მასაჟი, ნიღბების გაკეთება.