27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მთვარის ოცდამეხუთე დღე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 02:48-ზე

ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს; ყურების გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. აგრეთვე გულის გადაღლას.

ვერძი

მიიღებთ სასიხარულო ამბებს, რომლებიც შეგმატებთ ძალას და ოპტიმიზმს. იყავით მოვლენების ცენტრში, მოუსმინეთ რას ამბობენ თქვენ გარშემო. კარგი დროა საყვარელ ადამიანებთან საუბრისთვის, პარტნიორთან საკამათო საკითხების გარკვევისთვის. ყველა გადაწყვეტილება ყურადღებით უნდა განიხილოთ.

კურო

რაიმე უჩვეულო მოვლენა გაიძულებთ დატოვოთ კომფორტის ზონა, შეიძინოთ ახალი გამოცდილება და ნათელი ემოციები. ვარსკვლავები გირჩევენ, გაიხალისოთ საკუთარი თავი, იყიდოთ საჩუქარი ან მოამზადოთ რაიმე განსაკუთრებული სადილისთვის. რთულ სიტუაციებში მიმართეთ მეგობრებს; ისინი უარს არ გეტყვიან დახმარებაზე.

ტყუპი

დინამიკური და დატვირთული დღეა. მოვლენები სწრაფად შეიცვლება, მოუწევთ ადაპტაცია, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი გადაწყვეტილებების ძიება. 27 სექტემბერს შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც გაგახარებთ. მოიშორეთ ის, რაც გამძიმებთ და ხელს გიშლით წინსვლასა და პოზიტიურად აზროვნებაში.

კირჩხიბი

რთული და საინტერესო დღეა. მოგიწევთ ბევრი გადაადგილება, პრობლემების სწრაფად მოგვარება და წარმოშობილ პრობლემებზე რეაგირება. ნუ შეგეშინდებათ გადახედოთ რა ხდება თქვენ გარშემო და აირჩიოთ უჩვეულო ალტერნატიული ვარიანტი. გახსოვდეთ შესვენება და დასვენება.

ლომი

არაჩვეულებრივი მოვლენები, ახალი ნაცნობები და წარმატებული დამთხვევები გელით. აირჩიეთ ვნებიანი, მხიარული ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ და მხარს უჭერენ თქვენს იდეებს. წარმატება გელით შემოქმედებასთან ან ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ქალწული

წარმატებული და მშვიდი დღეა, როცა იგრძნობთ ემოციურ კომფორტს და ჰარმონიას. სამსახურში ყველაფერი მშვენივრად მიდის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაბედნიერებთ; თუ ნაჩხუბარი იყავით, 27 სექტემბერი შესაფერისი დღეა შერიგებისთვის, კომპრომისების მოსაძებნად.

სასწორი

დღეს უნდა გაუმკლავდეთ მნიშვნელოვან საკითხებს, შეადგინოთ განვითარების სტრატეგია და წვრილმანების დასრულება სხვა დროს გადადოთ. ნუ ეტყვით უარს კოლეგებს ან მეგობრებს შემოთავაზებულ დახმარებაზე, გამოგადგებათ. იყავით მომხიბვლელი და მეგობრული, ამგვარად გაგიადვილდებათ საჭირო საქმიანი კავშირების დამყარება.

მორიელი

დაიმახსოვრეთ იდეები, რომლებიც დღეს მოგივათ თავში. დაუყოვნებლივ არ უნდა დაიწყოთ მათი განხორციელება. დაფიქრდით დეტალებზე, შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ გავლენიან ადამიანებს მხარდაჭერისთვის. უმჯობესია გადადოთ შოპინგი ან ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვა.

მშვილდოსანი

შეეცადეთ სწრაფად მოახდინოთ რეაგირება სხვადასხვა სიტუაციაზე, ისარგებლოთ კარგი შანსებითა და ახალი შესაძლებლობებით. ნუ იტყვით უარს მოსაწვევებზე. ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ უჩვეულო ადამიანებს, რომლებიც შთააგონებენ დიდ მიღწევებს. კარგად დაფიქრდით თქვენს პასუხებზე.

თხის რქა

ნაჩქარევი გადაწყვეტილებები შეიძლება არასწორი იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ პასუხის გაცემა, არამედ აწონ-დაწონოთ ყველა რისკი და შედეგი. იმუშავეთ კომფორტული ტემპით, გამოიყენეთ აპრობირებული მეთოდები, არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები. კომუნიკაცია სასიამოვნო იქნება, დღეს გაცნობილებს მომავალში დაუმეგობრდებით.

მერწყული

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება და ნათელი ფერი შემატოს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. გაატარეთ დრო აქტიურად, გაიცანით საინტერესო ადამიანები, აიღეთ საინტერესო საქმეები, დაეთანხმეთ მოწვევებს. მცირე დეტალები დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს: გადადეთ ისინი მომავლისთვის.

თევზები

წარმატებული და საინტერესო დღეა. შეგიძლიათ რთული და შრომატევადი საკითხების გადაჭრა და ამბიციური მიზნების დასახვა. დაუთმეთ დრო, რომ ჩამოწეროთ იდეები ან გეგმები, რომლებიც თავში მოგივათ. მოგვიანებით თქვენ შეძლებთ მათ წარმატებით განხორციელებას. ყველა საქმიანი შემოთავაზება მოითხოვს ფრთხილად განხილვას.