კურო
ნოსტალგია შემოგაწვებათ და ძველი მეგობრების დიდი ხნის უნახავი ნათესავებისა და ახლობლების მოკითხვა-გახსენება მოგინდებათ. მზად იყავით იმისთვის, რომ მოგონებები მხოლოდ სასიამოვნო არ იქნება.
ტყუპი
კარგი დღეა ოჯახური საქმეების შესასრულებად. განსაკუთრებით შინაურული დღესასწაულების მოსაწყობას. მოამზადეთ გემრიელი კერძი, დესერტი; მოიგონეთ ახალი გასართობი. თავადაც გამხიარულდით და არც გარშემო მყოფები მოაწყინოთ.
კირჩხიბი
უამრავი იდეა დაგებადებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას განხორციელებას დღესვე ვერ შეძლებთ. თან იქონიეთ ბლოკნოტი, პლანშეტი, რათა ყველაფერი ჩაინიშნოთ და უახლოეს მომავალში განახორციელოთ.
ლომი
დილით სამსახურის საქმეების შესრულება მოგიწევთ. შეიძლება საქმიანი შეხვედრებიც დაგეგმოთ. საღამო კი მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
დღეს სამსახურის საქმეებსაც უნდა გამოეთიშოთ და საოჯახოსაც. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, დასვენებას. მთავარია, აზარტულ გასართობებში არ ჩაერთოთ.
სასწორი
მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრა და მხიარულება გელით. წვეულებაზე კი – ახალი ნაცნობობა საწინააღმდეგო სქესთან, რაც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
მორიელი
მთელი დღე საოჯახო საქმეებს უნდა დაუთმოთ. არც ერთი საქმე – ავეჯის გადაადგილებით დაწყებული, სადილის მომზადებით დამთავრებული – თქვენი ჩარევის გარეშე არ მოგვარდება. ეცადეთ, ოჯახის წევრებს სიმყუდროვე და კომფორტი შეუქმნათ.
მშვილდოსანი
მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს, განსაკუთრებით საყვარელ ადმიანთან. უმჯობესია, ეს დღე განმარტოებით გაატაროთ. გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და სამომავლო გეგმებში.
თხის რქა
ნუ ეცდებით უმნიშვნელო პრობლემის ტრაგედიად ქცევას. ყველაფერს უფრო მარტივად უნდა შეხედოთ, ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია, საღად იმსჯელოთ და წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალებას არ ეცადოთ.
მერწყული
კარგი დღეა იმ ადგილების მოსანახულებლებლად, რომელთა ნახვაც დიდი ხანია გინდოდათ. მხიარული მგზავრობა, დაუვიწყარი დროის გატარება და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა გარანტირებული გაქვთ.
თევზები
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება; რამდენიმე ღონისძიებაში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება. მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ.