27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საინტერესო ნაცნობობა გელით მგზავრობისას. შეიძლება ორიგინალური საქციელით გაგაოცოთ მეზობელმა, კოლეგამ ან მეგობარმა. საყვარელ ადამიანთან შესარიგებლად ახლობელი დაგეხმარებათ.

ტყუპი

კარგი დღეა საყიდლებისთვის. მათ შორის, მსხვილი შენაძენისთვისაც. შეიძლება ნატურალური ქსოვილის სამოსი შეიძინოთ, ან საგზური კურორტზე. ზოგიერთს კი ახალ შინაურ ცხოველს (შეიძლება ეგზოტიკურიც) აჩუქებენ.

კირჩხიბი

თუ გარშემო მოშურნეები გყავთ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ, არავის გაუმხილოთ. ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური და თავდაჯერებული.

ლომი

მარტო იმდენს ვერ მიაღწევთ, რამდენსაც თანამოაზრეებთან ერთად. ეცადეთ, გარშემო ერთგული და გამოცდილი ადამიანები გყავდეთ.

ქალწული

არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, – როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე კოლეგებთან. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად და წვეულების მოსაწყობად.

სასწორი

თუ ცხოვრების შეცვლას ფიქრობდით, დღეს შესაფერი დღეა სამსახურის, პირადი ცხოვრების, სტილის შესაცლელად. ყოველ შემთხვევაში, ცვლილებები სასარგებლოდ წაგადგებათ და მატერიალური მდგომარეობაც გამოგისწორდებათ.

მორიელი

სიურპრიზებით სავსე დღეს გელით. შესაძლებელია, მოიგოთ სასამართლო პროცესი, საზღვარგარეთ წამოიწყოთ ბიზნესი, გაიფორმოთ დოკუმენტები, მიიღოთ მოქალაქეობა და ა.შ. განსაკუთრებული წარმატება ელით პედაგოგ, მოგზაურ და პოლიტიკოს მორიელებს.

მშვილდოსანი

წარმატების მისაღწევად სათანადო განწყობაა საჭირო. თავი ხელში აიყვანეთ და იბრძოლეთ წარმატებისთვის. ოღონდ, კარდინალურ ცვლილებებს არ გირჩევთ.

თხის რქა

ნუ შეეწინააღმდეგებით მტრებს. არც საკუთრი აზრი გამოთქვათ სახალხოდ. ყველაფერი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. მშვიდად გაატარეთ ეს დღე. გახსოვდეთ, ყველას მოსაწონი ვერ იქნებით.

მერწყული

ახალი საქმეები თქვენგან მეტ ენერგიას, დროსა და ფინანსებს მოითხოვს. კარგი დღეა მედიკოსებისა და რესტავრატორებისთვის. მეტად იზრუნეთ ახლობლებზე, გარემოზე. კარგი დღეა ტრადიციის აღსადგენად, დასამკვიდრებლად.

თევზები

ფორტუნა სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. მოულოდნელად თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ახალი იდეების განსახორციელებლად მეტი ფინანსების მოძიება დაგჭირდებათ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით