ორშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:40-ზე, მთვარე ტყუპშია
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.
ვერძი
თქვენი განწყობა ხშირად იცვლება და ეს ართულებს სამუშაოზე ფოკუსირებას. ზედმეტად ნუ რეაგირებთ სხვის კრიტიკაზე ან ხუმრობაზე, შეინარჩუნეთ მშვიდი მეგობრული დამოკიდებულება. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მცირე ცვლილებები მოხდეს.
კურო
დღე შესაფერისია ახალი ბიზნესის ან პროექტის დასაწყებად. თუ გეგმები დიდია, იპოვეთ ერთგული დამხმარეები. გაუზიარეთ თქვენი იდეები მათ, დაისახეთ მიზნები და შედეგს ძალიან მალე მიაღწევთ. არსებობს დამატებითი შემოსავლის ან ფულადი ბონუსის მიღების შანსი.
ტყუპი
სამუშაოზე ყველაზე ნაკლებს ფიქრობთ, დღის მხიარულად და უდარდელად გატარებას ფიქრობთ. ამიტომ, თუ სამუშაო მოითხოვს ყურადღებას და კონცენტრაციას, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. არასერიოზული დამოკიდებულების გამო, შესაძლებელია საყვარელ ადამიანებთან ჩხუბი.
კირჩხიბი
დღეს გადაწყვეტილების მიღებისას მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ის დაგეხმარებათ სწორი გზის არჩევაში. პროექტი, რომელსაც დღეს ახორციელებთ, შესაძლოა გავლენიანი ადამიანებისთვის იყოს საინტერესო. ოჯახურში შეგიძლიათ განიხილოთ ფინანსური და უძრავი ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. კარგი დროა საყოფაცხოვრებო ტექნიკის საყიდლად.
ლომი
კარგი დღეა მოლაპარაკებების ან საქმიანი დისკუსიებისთვის, საქმეები სწრაფად გადაწყდება. შეგიძლიათ დაარწმუნოთ სხვები, რომ მართალი ხართ და წარმოადგინოთ საინტერესო პერსპექტიული იდეები. სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა, გაგიუმჯობესდებათ განწყობა.
ქალწული
მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას. თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად, შეუდექით საქმეს და წარმოადგინეთ დადებითი შედეგები. კომუნიკაციაში უფრო მშვიდი და თავშეკავებული უნდა იყოთ, თორემ არის შანსი, ძალიან ბევრი თქვათ და ურთიერთობა გააფუჭოთ. საღამოს დაისვენეთ სამუშაოდან.
სასწორი
მოლაპარაკებები და აზრთა გაცვლა თქვენს თანამოაზრეებთან კარგად ჩაივლის. დაესწროს კონფერენციებს, სემინარებს, პროფესიულ დისკუსიებს. საქმიანი ვიზიტები ნაყოფიერი იქნება. იქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დაეხმარებიან კარიერისა და ბიზნესის წარმატებაში. გამონახეთ დრო თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
მორიელი
იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. ბევრს სურს თქვენი პოზიტიური მიდგომის გაზიარება და პრობლემის გადაჭრაში დახმარება. ადამიანები, რომლებთანაც დღეს მუშაობთ, დროთა განმავლობაში შეიძლება გახდნენ თქვენი ახლო მეგობრები.
მშვილდოსანი
დღეს მდიდარია, ცვლილებებით და სიურპრიზებით. მოგვიწევთ გეგმების შეცვლა, გარემოებებთან ადაპტაცია. მოულოდნელად გაჩენილი უსიამოვნებები უნდა გადაჭრათ დიპლომატიურად და ზედმეტი დანაკარგის გარეშე. გაფრთხილდით, თქვენი შენიშვნები შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი და სასტიკი.
თხის რქა
თქვენი წარმატებები და ნიჭი დღეს შესაძლოა სხვებსაც დააინტერესოთ, ამიტომ თავისუფლად თქვით პოზიტიური რამ საკუთარ თავზე. მოკავშირეები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, შეიძლება იყვნენ ძლიერი და დაგეხმარებიან თქვენი მიზნების მიღწევაში. შესაძლოა დღევანდელი ნაცნობობა რომანტიკულად გადაიზარდოს.
მერწყული
დღეს შედეგზე იქნებით ორიენტირებული და მცირე დაგვიანებები თუ უსიამოვნებები ვერ შეგაჩერებთ. შეიძლება თქვენი კონკურენტები გააქტიურდნენ. კარგად მოგვარდება დეკორაციისა თუ სახლის კეთილმოწყობის, რემონტისა თუ მშენებლობის საკითხები.
თევზები
ადამიანებთან ურთიერთობა გაგიადვილდებათ, კომუნიკაცია სიხარულს მოგგვრით. მომხიბვლელობის წყალობით მოახერხებთ ნებისმიერი საქმის თქვენს სასარგებლოდ მოგვარებას. თუმცა, კომუნიკაციას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება; ეცადეთ, ყველა დაგეგმილი დავალების დროულად შესრულება. საღამოს ნუ იქნებით მფლანგველი.