28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე ტყუპშია

ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გაანიავეთ ოთახი. მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.

ვერძი

იყავით უფრო ყურადღებიანი და მეგობრული იმ ადამიანების მიმართ, რომლებზეც დამოკიდებულია თქვენი კარიერა, წინსვლა. საღამო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

კურო

დღეს უპირატესობა მიანიჭეთ წვრილმან სასიამოვნო საქმეებს. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული და იმხიარულეთ.

ტყუპი

ხშირად ისაუბრეთ საინტერესო თემებზე, მოერგეთ თქვენს თანამოსაუბრეს. იყავით მომართული ადამიანების გაბედნიერებაზე.

კირჩხიბი

დღის განმავლობაში შეიძლება გაგიუარესდეთ გუნება-განწყობა, გაგიჩნდეთ ეჭვი. გააკონტროლოთ საკუთარი თავი, არ ჩაერთოთ კამათში.

ლომი

შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. საღამოს შეიძლება უსიამოვნო მოგონებებმა თავი შეგახსენოთ ან წარსულის წყენა დაბრუნდეს. შეეცადეთ ისაუბროთ სასიამოვნო და საინტერესო თემებზე.

ქალწული

ფინანსური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. დღის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ შესაძლო უსიამოვნებები და დაგვიანებები და შექმენით სარეზერვო გეგმა.

სასწორი

შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური და მეგობრული დამოკიდებულება მთელი დღის განმავლობაში. ზოგიერთმა მოვლენამ ან მოგონებამ შეიძლება დაარღვიოს თქვენი შინაგანი ჰარმონია და გაგანერვიულოთ. ცუდი დღეა შოპინგისთვის.

მორიელი

იყავით თავშეკავებული და დაიკავეთ დაკვირვებული პოზიცია. არ არის საუკეთესო დღე აქტივობისთვის, ინიციატივისა და ექსპერიმენტებისთვის. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, დაფიქრდით თქვენს პასუხებზე.

მშვილდოსანი

ახლო მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება რთული იყოს და შეიძლება იყოს დაძაბული და უსიამოვნო მომენტები. ზოგიერთმა ძველმა წყენამ ან მოგონებამ შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა.

თხის რქა

რთული და ემოციურად არასტაბილური დღეა. აკონტროლეთ თქვენი ქცევა და შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება. არ დაძაბოთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.

მერწყული

შეეცადეთ მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შუადღემდე. შემდეგ კი შეასრულეთ მსუბუქი სამუშაო ან საყოფაცხოვრებო საქმეები. საუბარში კრიტიკული და უნდობელი გახდებით.

თევზები

ბევრი რამ არ წავა თქვენი სცენარის მიხედვით, შესაძლოა ზოგიერთმა ამბავმა გაგაბრაზოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ძალისხმევა გამოიჩინოთ და ოპტიმისტურად შეხედოთ იმას, რაც ხდება. მდგომარეობა მალე გამოსწორდება.