28 აგვისტოს დაბადებულ ადამიანს უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება და რჩევების მიცემა

28 აგვისტოს დაბადებულ ადამიანს უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება და რჩევების მიცემა

აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი კი მას იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 281 რიცხვით გადის. ძველად ამბობდნენ, "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.

  • როგორია 28 აგვისტოს დაბადებული ადამიანი

28 აგვისტოს დაბადებული ადამიანები ორატორული შესაძლებლობებითა და გასაოცარი დამაჯერებლობით გამოირჩევიან. მათ უყვართ სხვებისთვის ჭკუის სწავლება და რჩევების მიცემა. ამასთან, თითქმის არასოდეს ეპარებათ ეჭვი საკუთარი აზრების სისწორეში. ეს თვისება კი ხშირად ჩრდილავს მათში ისეთ დადებით შტრიხებს როგორიცაა – ერთგულების უნარი და მზრუნველი ბუნება. ამიტომ სასურველია ამ ადამიანებმა ცოტათი მაინც შეარბილონ სხვების მიმართ მენტორული ტონი.