კვირა, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:05-ზე, მთვარე თხის რქაში იქნება 13:34-დან
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
ვერძი
დღეს თქვენი ყურადღება უფრო მეტად იქნება ორიენტირებული სამუშაო საკითხებზე. თუმცა, თქვენ მიერ დასახული გეგმები შეიძლება არ განხორციელდეს ისე იდეალურად, როგორც გსურთ.
კურო
შეიძლება გაგაღიზიანოთ მეგობართან ან კოლეგასთან საუბარმა. დღეს ჯობია მეტი დრო დაუთმოთ გართობას და მეგობრებთან ერთად მხიარულებას.
ტყუპი
პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი შეიძლება უკმაყოფილო იყოს რაღაცით. მაგრამ მეგობრებთან ურთიერთობა მშვენივრად გამოვა. მარტოხელამ შეიძლება წვეულებაზე მიმზიდველი ადამიანი გაიცნოთ.
კირჩხიბი
ის, რაც დღეს უნდა გააკეთოთ, თქვენს სურვილებსა და გეგმებს ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება განწყობის გაფუჭება გამოიწვიოს. ონლაინ ნაცნობობა დიდხანს არ გაგრძელდება.
ლომი
სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორის ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი ან თუნდაც დაშორება. მაგრამ თუ შეძლებთ ერთმანეთს მშვიდად ესაუბროთ, მაშინ ყველაფერი შეიძლება კარგად დასრულდეს. თუ რაღაც პირველ ჯერზე არ გამოდის, ხელს ნუ ჩაიქნევთ.
ქალწული
ფრთხილად იყავით, შეიძლება მოგატყუონ. დღეს კარგ დროს გაატარებთ ნათესავებთან და სტუმრების მიღებისას. შესაძლებელია პოზიტიური ცვლილებები ოჯახურ ურთიერთობებში.
სასწორი
კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. პარტნიორისგან სიყვარულსა და საჩუქრებს მიიღებთ. დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სამუშაო არ იქნება განსაკუთრებით პროდუქტიული, გააკეთეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები.
მორიელი
შესანიშნავი დღეა მიმდინარე საქმეების მოსაგვარებლად; როგორც სამსახურში, ასევე სახლში. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად.
მშვილდოსანი
ნათესავებმა შეიძლება გთხოვონ ფული. თუ მისცემთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაიბრუნოთ შეთანხმებულ ვადაში. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ბავშვებთან მუშაობისა და გართობისთვის.
თხის რქა
დღის პირველ ნახევარში არ იქნებით ძალიან მოძრავი და ენერგიული. მაგრამ საღამოს განწყობა გაგიუმჯობესდებათ და გექნებათ ძალა გადაჭრათ სხვადასხვა პრობლემა, როგორც საქმიანი, ასევე საშინაო.
მერწყული
თუ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი, უმჯობესია დაგეგმოთ ისინი დღის პირველ ნახევარში. საღამოს მიგიზიდავთ მყუდრო ადგილი, სადაც ცოტა ხალხია. მეგობრებს შეუძლიათ გაგახარონ საჩუქრით, საუბრით.
თევზები
28 აპრილს შეგიძლიათ ელოდოთ პრემიას, საჩუქარს ნათესავებისგან. ფულთან დაკავშირებით შესაძლოა სხვა სიახლეებიც იყოს. სამუშაოსთვის არცთუ ისე პროდუქტიული დღეა, უმჯობესია, დღეს დაისვენოთ.