28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ახალი საქმიანი შემოთავაზება მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. კარგი დღე ელით ბიზნესმენ ნიშნებს. პირად ცხოვრების გასაუმჯობესებლად პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგათ.

ტყუპი

სპონსორი გამოგიჩნდებათ, რომელიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი

კარგი დღეა პირადი ბიზნესის დასაწყებად. გარშემო მყოფების ყურადღებას იგრძნობთ, რაც შეგიძლიათ სასიკეთოდ გამოიყენოთ. იმოქმედეთ ფრთხილად და დაკვირვებულად.

ლომი

შეიძლება საქმიანმა პარტნიორებმა დაგაღალატონ ან დანაპირები არ შეგისრულონ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ.

ქალწული

საკმაო ენერგია გაქვთ იდეების განსახორციელებლად. დღეს გაცნობილი ადამიანები მომავალში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. შეიძლება ახალი იდეები გაგიჩნდეთ.

სასწორი

ინფორმაციის მიღების დღეა. გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი, სურვილის ასრულებას შეძლებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ ილაპარაკოთ ზედმეტი, არ წამოგცდეთ საიდუმლოებები. გაფრთხილდით, ქალის გამო უსიამოვნებაში არ ჩავარდეთ. სამსახურის შემდეგ მეგობრებს შეხვდით ან ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ.

მშვილდოსანი

დატვირთული დღე გელით. შეიძლება გააქტიურდნენ ძველი კონკურენტები, მტრები. იყავით ფრთხილი და დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები; ფინანსური და უძრავი ქონების მოგვარების საკითხები.

თხის რქა

შეხვდით საქმიან ადამიანებს, განიხილეთ სამომავლო პროექტები. სირთულეების დაძლევით საკუთარ ძალებში დარწმუნდებით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

მერწყული

კარგი დღეა საქმიანი და მეგობრული შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. თქვენს მუშაობას უფროსი სათანადოდ შეაფასებს. მიხედეთ ჯანმრთელობას. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა.

თევზები

დააკვირდით თქვენ გარშემო მომხდარ ცვლილებებს. ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს; ნუ გაეკიდებით წარსულს. საღამოს შეადგინეთ სამომავლო გეგმები.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით