კურო
არაფერი ახალი არ წამოიწყოთ. აკონტროლეთ სიტუაცია. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. არავისთან გაამხილოთ ახალი იდეები და მათი განხორციელება დღესასწაულების შემდეგ დაიწყეთ.
ტყუპი
შეიძლება რთულ სიტუაციებსა და კონფლიქტებს ვერ გაექცეთ, მაგრამ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და საბოლოოდ არ გაიფუჭოთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. გადახედეთ მეილებს. საყვარელ ადამიანთან მიმოწერა უფრო სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ, ვიდრე შეხვედრა.
კირჩხიბი
თუ კონფლიქტებში ჩართვა არ გსურთ, შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ და ახლა მიმდინარე საქმეებს მიხედეთ. ახალ წელს არ გადაიყოლოთ ძველი საქმეები, ვალები. მაქსიმალურად გათავისუფლდით ძველი მოვალეობებისგან. საღამო სახლის მორთვასა და სადღესასწაულო წვეულების დაგეგმვას დაუთმეთ.
ლომი
რაც უფრო იაქტიურებთ, მით მეტ კონფლიქტში გაეხვევით. შეიძლება ყველა სიტუაციიდან ვირტუოზულად დაიხსნათ თავი, მაგრამ გარშემო მყოფების პრეტენზიებს ვერ გაუმკლავდებით. უმჯობესია, საკუთარი საქმე მშვიდად აკეთოთ და დაასრულოთ დაწყებული პროქტები
ქალწული
მაქსიმალური კომფორტი უნდა შეიქმნათ, რათა სამუშაოს კარგად გაართვათ თავი. ნუ გაამწვავებთ ურთიერთობას პარტნიორებთან, განსაკუთრებით სასიყვარულო. მოერიდეთ კრიტიკასა და ჭკუის სწავლებას.
სასწორი
მთვარე მორიელში ფიზიკური აქტივობისკენ მოგიწოდებთ. დაალაგეთ სახლი, ივარჯიშეთ. ურთიერთობაში მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ. კარგი დღეა ძველი საქმეების გამოსასწორებლად. საქმიან პარტნიორებთან ახალი იდეები განიხილეთ, მაგრამ არ იკამათოთ.
მორიელი
არ წამოეგოთ პროვოკაციებს და არ უპასუხოთ აგრესიით. პირიქით, მშვიდად, აუღელვებლად იმუშავეთ. შეიძლება ზოგიერთ ადამიანთან, საქმესთან განშორებამ მოგიწიოთ, რათა უფრო მნიშვნელოვანი მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. დღეს საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებთ. პარტნიორს მეტი თავისუფლება მიანიჭეთ.
მშვილდოსანი
ახლა დასვენების დრო არაა. უნდა დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე და დღესასწაულისთვისაც მოემზადოთ. საჩუქრების ყიდვისას არც საკუთარი თავი დაივიწყოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მეტი დიპლომატია გმართებთ, რადგან საახალწლოდ მათთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.
თხის რქა
მოსალოდნელია ცვლილებები, რაც თქვენგან მეტ დაკვირვებასა და ყურადღებას მოითხოვს. განსაკუთრებით დეტალები. მოერიდეთ კონფლიქტებს. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს, ინტერიერის მორთვას.
მერწყული
განმარტოებით და დაკვირვებით იმუშავეთ. მოერიდეთ კონფლიქტსა და კონკურენციას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა დანაპირების შესასრულებლად და ვალების გადასახადად. უფროსთან ერთად განიხილეთ ახალი საქმეები, პერსპექტივები, მაგრამ მათი შესრულება ახალი წლის შემდეგ დაიწყეთ.
თევზები
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. დაასრულეთ ძველები. გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. ამიტომ, თქვენი აზრი თქვენთის შეინახეთ. მეტი ყურადღება გმართებთ პარტნიორის მიმართ. მისი სურვილები უნდა გამოიცნოთ და შეძლებისდაგვარადდ შეუსრულოთ.