28 ივლისის-3 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ხშირად უნდა ჩაეხუტოთ და მოუსმინოთ მათ

28 ივლისის-3 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ხშირად უნდა ჩაეხუტოთ და მოუსმინოთ მათ

წინა კვირისგან განსხვავებით მშვიდი კვირა გველოდება და ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ვენერას კირჩხიბში გადასვლაა:

31 ივლისს ვენერა კირჩხიბში გადავა , სადაც დარჩება 25 აგვისტომდე. შემდეგ მეფურ ლომს ესტუმრება. ეს არის პერიოდი, როდესაც სიყვარული, სილამაზე და ღირებულებები ზრუნვისა და ემოციური სიღრმის ფილტრს გადის. ვენერას კირჩხიბში გადასვლის შემდეგ ყველაფერი უფრო ინტიმური, სენსუალური და მზრუნველობითი ხდება.

ვენერა კირჩხიბში გასწავლით ოჯახისადმი სიყვარულს. უნდა შეძლოთ ოჯახის წევრების გემრიელობებით განებივრება, ხშირად უნდა ჩაეხუტოთ და მოუსმინოთ მათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება ოჯახთან, ნათესავებთან, წარსულთან, სახლთან ურთიერთობები. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ საკუთარი სახლის აღდგენა, მოლამაზება. სტუმრების შინ მიღების სურვილი მოიმატებს.