ავტორი:

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივლისი ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 04:12-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 21:54-ზე, მთვარე ლომშია

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობას, სასამართლო საქმის წარმოებას. არ გირჩევთ მგზავრობას, ურთიერთობების გარჩევას. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. მეტად დაისვენეთ. 21:54 დაიწყება მთვარის პირველი დღე. შეხვდით ახალმთვარეობას ხალისიანი; ჩამოწერეთ სურვილები, სამომავლო მიზნები, რასაც მთვარის ამ თვეში განახორციელებთ.

ვერძი: ეცადეთ დღე მშვიდად გაატაროთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. არავისთან იკამათოთ.

კურო: მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას და-ძმებთან, მეზობლებთან.

ტყუპი: ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ახალმთვარეობაზე ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები.

კირჩხიბი: მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას. ეცადეთ, არავის ასესხოთ ფული.

ლომი: არ გირჩევთ კამათს, ახალი საქმეების დაწყებას. აუცილებლად ჩამოწერეთ სურვილები და სამომავლო მიზნები.

ქალწული: მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, ნუ ენდობით საეჭვო პირებას.

სასწორი: არ გაართულოთ დამოკიდებულება თანამოაზრეებთან. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

მორიელი: დააკვირდით ინფორმაციას, რასაც დღეს მიიღებთ, მაგრამ ნურაფერს მოიმოქმედებთ. ხვალიდან გააქტიურდით.

მშვილდოსანი: მოერიდეთ ფინანსური და სასამართლო საკითხების მოგვარებას. ყველა მნიშვნელოვანი საქმე ხვალისთვის გადადეთ.

თხის რქა: არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ მოიმოქმედოთ. შეიქმენით სასიამოვნო გარემო, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

მერწყული: ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.

თევზები: მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ. არ დაიტვირთოთ თავი რთული ვალდებულებებით. ჩამოწერეთ სამომავლო სურვილები.