28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 04:23-დან

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.

ვერძი

თუ დიდი ხანია გინდოდათ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის დასრულება ან ცხოვრებისეული პრიორიტეტების შეცვლა, დღეს ამისთვის შესაფერისი დღეა. უბრალოდ იყავით დიპლომატიური და უხეშად ნუ გააკეთებთ იმას, რასაც მომავალში ინანებთ.

კურო

ბოლო დროს ახლობლებისგან ზეწოლას განიცდით და დაძაბულობის დონე სწრაფად მატულობს. ნერვული აშლილობის თავიდან ასაცილებლად, მეტი ფიზიკური სამუშაო შეასრულეთ, იარეთ სპორტდარბაზში ან აუზზე. ფოკუსირება გააკეთეთ რთულ საკითხებზე პირქუში ფიქრებისგან თავის დასაღწევად. შეიქმენით ოპტიმისტური განწყობა.

ტყუპი

დღეს უამრავი საინტერესო იდეა გაგიჩნდება თავში. იმისათვის, რომ არაფერი დაგავიწყდეთ, ჩაწერეთ ისინი: უახლოეს მომავალში გექნებათ მათი რეალიზაციის შანსი. უფროსებთან და კოლეგებთან დისკუსია და საუბარი ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას და საქმიანი კავშირების განმტკიცებას.

კირჩხიბი

დღეს მოგემატებათ მონდომება და შეუპოვრობა. ნუ იჯდებით სახლში, აირჩიეთ რთული ამოცანები და თამამად იმოძრავეთ მიზნისკენ. კარიერულ წინსვლაში ახალი ნაცნობები გამოგადგებათ. ზედმეტად ემოციურად ნუ რეაგირებთ აღმოცენებულ პრობლემებზე: დაუდევრად ნათქვამი სიტყვა კი ურთიერთობას გაანადგურებს.

ლომი

დღის პირველი ნახევარი შესაფერისია დასვენებისთვის. ნელ-ნელა ჩაერთეთ სამუშაო რიტმში, სჯობს მნიშვნელოვანი საკითხები საღამოსთვის გადაიტანოთ, როცა უფრო ყურადღებიანი იქნებით. დააკვირდით შემოთავაზებებს, რომლებსაც დღეს მიიღებთ.

ქალწული

სტრესული დღეა. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფიზიკურ მუშაობაში, ვარჯიშში ან რაიმე რთული ამოცანის შესრულებისას. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა.

სასწორი

თქვენი ხიბლი დღეს უმაღლეს დონეზეა. გამოიყენეთ ეს შანსი რთულ მოლაპარაკებებში ან კამათში. თქვენთვის ადვილი იქნება თანამოსაუბრის დარწმუნება და სასურველის მიღწევა. რთულ პროექტებზე მუშაობისას სასარგებლოა კოლეგებთან კომუნიკაცია, მათთვის აზრის კითხვა და რჩევების მოსმენა.

მორიელი

გამოიყენეთ სტანდარტული მეთოდები საქმიანობაში. ახალი პროექტების დაწყებამ ან ახალი პასუხისმგებლობის აღების მცდელობამ შეიძლება რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. დღეს ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და შესაძლოა სერიოზული ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი

გირჩევთ, იყოთ აქტიური ბიზნესში და მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. შეგიძლიათ ნაყოფიერად გაუმკლავდეთ რთულ და მნიშვნელოვან ამოცანებს. პირად ურთიერთობებში შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაციები: ვიღაც დიდი ხანია იყენებს თქვენს კეთილგანწყობას.

თხის რქა

სხვებთან მიმართებაში შეიძლება იყოთ ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი. ღირს მეტი ტაქტისა და ზრდილობის გამოვლენა, კომენტარების არგაკეთება, თუ რამე არ მოგწონს თანამოსაუბრეში. იგივე ეხება პირად ურთიერთობებს. ფეხით სიარული დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში.

მერწყული

ჯობია საქმეებში, ურთიერთობებსა და იმიჯში ცვლილებები არ განახორციელოთ. ასევე, არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. თუ ხვდებით, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ თქვენი გრძნობები გაცივდა, გააკეთეთ ყველაფერი ურთიერთობის აღსადგენად.

თევზები

დღეს გაბედული და თავდაჯერებული უნდა იყოთ. გათავისუფლდით ნივთებისა და ფიქრებისგან, რომლებიც გამუდმებით წარსულში გაბრუნებთ, ხელს გიშლით პოზიტიურად ფიქრში. თქვენი აქტიურობა სამუშაო ადგილზე დაფასდება ხელისუფლების მხრიდან, შესაძლებელია წახალისებაც მიიღოთ. დღეს ფული არ გასესხოთ.