კვირა, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 23:46-ზე, მთვარე კუროშია
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. კარგია ცურვა, საუნა. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ვერძი
დღეს სიზარმაცის შეტევებთან ბრძოლა მოგიწევთ. ეცადეთ და დაიწყეთ მუშაობა, თორემ მთელ დღეს საწოლში გაატარებთ. კარგი დღეა გულწრფელი საუბრისთვის ან რომანტიკული აღიარებისთვის.
კურო
ფულზე საუბარი და ზოგიერთი ფინანსური საკითხის განხილვა დაგეხმარებათ გაიგოთ როგორ გაზარდოთ შემოსავალი ან იპოვოთ დამატებითი შემოსავალი.
ტყუპი
დღეს აქტიურობა არ არის საჭირო, ჯობია დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ და სიტუაცია თავისით განვითარდება. შეზღუდეთ კომუნიკაცია, არ ჩაერთოთ კამათში.
კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი შესაფერისია საუბრისთვის, მნიშვნელოვანი დისკუსიებისთვის. საღამოს დაუთმეთ დრო საკუთარ საჭიროებებს. წადით სალონში, გაიკეთეთ მასაჟი ან გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ლომი
დღე წარმატებულია, თუმცა მიზნების მისაღწევად ძალისხმევა მოგიწევთ. იყავით კომუნიკაბელური, მშვიდობიანი და თავაზიანი, გამოიჩინეთ ინტერესი თანამოსაუბრის მიმართ.
ქალწული
დილიდანვე იგრძნობთ დაძაბულობას და ნერვიულობას. ბევრი რამ გაგაბრაზებთ. გმართებთ თავშეკავება. თუმცა, პროფესიული ან საქმიანი კომუნიკაცია სასარგებლო იქნება.
სასწორი
შეიძლება დაძაბული მომენტები იყოს საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო გაატარეთ მარტოობაში, ძალებისა და სიმშვიდის აღსადგენად. კარგი დღეა დაგეგმვისთვის, ახალი მიზნებისა და პრიორიტეტების დასასახად. წარმოიდგინეთ ის, რაც გსურთ, დაფიქრდით დეტალებზე.
მორიელი
მოაგვარეთ საქმეები და ვალდებულებები, რომლებსაც ვეღარ გადადებთ. საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს დახმარება. პარტნიორთან ღია საუბარი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ჩხუბი და გაუგებრობა.
მშვილდოსანი
არაჩვეულებრივი იდეები და გეგმები გაგიჩნდებათ და ჩაიწერეთ, აგვისტოს დასაწყისში შეძლებთ მათ განხორციელებას. თუ გსურთ, რომ ყველაფერი დაგეგმილი საღამომდე დაასრულოთ, ყურადღება არ გაგიფანტოთ უსარგებლო საუბრებმა.
თხის რქა
ღრუბლებში ფრენა ხელს შეგიშლით ნაყოფიერ მუშაობაში. ვარსკვლავები გირჩევენ ემოციების კონტროლს. ნუ დაკარგავთ თქვენს ძვირფას დროს, მიჰყევით თქვენს გეგმას.
მერწყული
კარგი დროა გრძელვადიანი დაგეგმვისა და ახალი პრიორიტეტული მიზნების დასასახად. შესაძლოა, მიიღოთ პერსპექტიულ შემოთავაზება. მაგრამ ყველაფერი უნდა შეამოწმოთ და ყურადღებით განიხილოთ.
თევზები
მოგინდებათ ცვლილებები, ახალი ნათელი ემოციები და შთაბეჭდილებები. არ დაგეგმოთ რაიმე დიდი და რთული. კომუნიკაციაში გმართებთ მეტი დათმობა და კომპრომისების ძიება. სურვილმა დაამტკიცოთ, რომ მართალი ხართ, შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა და გააბრაზოს თქვენი თანამოსაუბრე.