კურო
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. გამონახეთ დრო და დაკავდით სამემკვიდრეო და უძრავი ქონების გაფორმების საკითხებით.
ტყუპი
მეტად მგრძნობიარე და ემოციური ხართ. ამის გამო სიტუაციის რეალურად შეფასება გაგაჭირდებათ. ფრთხილად იმოქმედეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ.
კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. გაგიადვილდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საღამოს კი საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
ლომი
უამრავი მნიშვნელოვანი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი; დღის განმავლობაში შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები გელით. ამასთანავე, დაწყებული საქმეებიც უნდა დაასრულოთ. საღამოს არაფერი დაგეგმოთ, რადგან შეიძლება გვიანობამდე მოგიწიოთ მუშაობამ.
ქალწული
კარგი დღეა ახალი საქმეების, ურთიერთობების დასაწყებად. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. საღამოს მეგობრებს შეუარეთ ან ისინი მიიპატიჟეთ სახლში.
სასწორი
გათავისუფლდით ყველა იმ ნეგატიურისგან, რაც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. გადახედეთ გეგმებს, შეიტანეთ კორექტივები, დაფიქრდით, ვინ შეძლებს თქვენს დახმარებას, მიმართეთ მათ და ბოლოს და ბოლოს ამოქმედდით.
მორიელი
ან გადაღლილი ხართ და იმიტომ გიჭირთ მუშაობის დაწყება, ან გეზარებათ. თუ საქმეები საშუალებას გაძლევთ, გაისეირნეთ მშვიდ ადგილას, სასურველია წყალთან სიახლოვე, დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით და შემდეგ ჩერთეთ მუშაობაში.
მშვილდოსანი
დღეს მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს საქმეებსა და გეგმებს თავდაყირა დააყენებს. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას და ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ სიახლეებს.
თხის რქა
ნუ შეგეშინდებათ ახალი იდეების განხორციელების; შეიძლება ახალ პროექტებსაც უხელმძღვანელოთ. მთავარია, გვერდით საიმედო ადამიანები გყავდეთ და თავადაც ყურადღებით იმოქმედოთ.
მერწყული
დღე შეხვედრებით, განხილვებით, მოლაპარაკებებით იქნება დატვირთული. თამამად გამოავლინეთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები; დაიცავით საკუთარი პოზიცია და ისე იმოქმედეთ, რომ მოგებული და გამარჯვებული დარჩეთ.
თევზები
პრობლემებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეთ, ვინც რჩევასაც მოგცემთ და რთულ მომენტში გაგამხნევებთ კიდეც.