28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 16:17-ზე, მთვარე მორიელში გადავა 12:50-ზე

დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.

ვერძი

ენერგია საკმარისი გაქვთ და მნიშვნელოვანია მისი მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვა. შეგიძლიათ ადამიანებში იპოვოთ ნაკლი, გააკრიტიკოთ ისინი, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ. ოთხშაბათი შესაფერისია სამუშაოსთვის, სპორტისთვის, გარე აქტივობებისთვის. ვისაც ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ, სასარგებლოა მარტივი ფიზიკური ვარჯიშების დაწყება.

კურო

ოთხშაბათი თქვენთვის ადვილი და სასიამოვნო დღე იქნება. სამუშაო გამოდის იოლად, პრობლემური საკითხები წყდება მინიმალური ძალისხმევით. საღამო რეკომენდირებულია ოჯახთან ერთად გაატაროთ. დღეს შეგიძლიათ გააძლიეროთ ურთიერთობები და ისიამოვნოთ საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციით.

ტყუპი

ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. პრიორიტეტები გონივრულად უნდა გადაანაწილოთ. თქვენ უნდა აირჩიოთ ერთი რამ - ან პირადი ცხოვრება ან სამუშაო. ორ ფრონტზე ერთდროული ბრძოლით წარმატებას ვერ მიაღწევთ.

კირჩხიბი

გადაანაწილეთ დატვირთვა კოლეგებზე, არ იშრომოთ ზედმეტი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნათ. შესანიშნავი დღეა ქალაქგარეთ წასასვლელად, ოჯახური დასვენებისთვის. ფულის დაზოგვა დღეს არ გამოგივათ.

ლომი

ძალიან საშიშია დაპირებების დარღვევა, არაკეთილსინდისიერად მოქცევა. იღბლის მოსაზიდად საჭიროა, პირიქით, სიკეთე გამოიჩინოთ ადამიანების მიმართ. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, დაეხმარეთ ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებს, უძლურ მოხუცებს.

ქალწული

ცვლილებები გსურთ. იმოქმედეთ აქტიურად და მიდით იქ, სადაც გსურთ წასვლა. მაგრამ ფრთხილად იყავით საყვარელი ადამიანების შეურაცხყოფისგან, თუ არსებობს ხანგრძლივი კონფლიქტის ან თუნდაც განშორების რისკი.

სასწორი

დღეს გუნდური მუშაობა არ გამოდგება, უმჯობესია, დამოუკიდებლად და დაკვირვებულად იმუშაოთ. რადგან, თუ სურთ დროულად დაასრულოთ საქმეები, უმჯობესია, მარტომ იმუშაოთ. შესაძლოა, ზოგიერთი ფინანსური საკითხი მოგვარდეს. შესანიშნავი დღეა სხვასთან შესარიგებლად, ბოდიშის მოხდისა და კომპრომისის შეთავაზებისთვის.

მორიელი

ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ნუ მისცემთ ხალხს უფლებას დაგაბნიონ ან ის გაგაკეთებინონ, რაც მათ სურთ. ნებისმიერი რჩევა საზიანო იქნება, თუნდაც მათგან, ვისაც ენდობით. დღეს სასარგებლო იქნება ფიქრებთან მარტო ყოფნა, გრძნობებისა და სურვილების დალაგება. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გიშლით ხელს განვითარებასა და წინსვლაში.

მშვილდოსანი

შეიძლება იგრძნოთ ჰიპერმგრძნობელობა, იყოთ დაუცველი. ეს კარგია რომანტიული ურთიერთობებისთვის, მაგრამ ცუდი სამუშაოსთვის. ნუ დანებდებით პირველ სირთულეზე. ადამიანთან საუბარი, რომელიც ჩვეულებრივ მხარს გიჭერთ, დაგეხმარებათ ნდობისა და სიმტკიცის მოპოვებაში.

თხის რქა

თხის რქების ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოვა. შეიძლება გარემო ქაოტური იყოს, მაგრამ მომავალი ცვლილებები უფრო მნიშვნელოვანია. მოემზადეთ ნებისმიერი სიურპრიზისთვის. საღამო გაატარეთ შვილების გვერდით. ახლა მათ თქვენი გამხნევება და დახმარება სჭირდებათ.

მერწყული

მერწყულები საოცრად რაციონალური, თანმიმდევრულები არიან. ნებისმიერი საქმის განვითარება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო თბილი უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული ვიღაცამ გიღალატოთ, უსაფუძვლო ბრალდებები წაგიყენოთ.

თევზები

დღეს შეგიძლიათ კოლექტიური ან სოციალური სამუშაოს შესრულება. წარმატებული იქნება საქმიანი მოლაპარაკებები. იყავით კომუნიკაბელური, ტაქტიანი, თავაზიანი და ხალხი, რომლებიც შეგხვდებიან თქვენს გზაზე, შეასრულებენ თქვენს ნებისმიერ მითითებას და მოთხოვნას.