კურო
დღეს ფულის ფლანგვა გელით. შეიძლება ისეთი ნივთი (ან ნივთები) შეიძინოთ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით. ამიტომ, ფინანსებზე ნუღარ იდარდებთ, შენაძენით დატკბით.
ტყუპი
გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ ავანტიურაში ან თქვენ არ გაგაკეთებინოთ თავისი საქმე, რომელიც დაგაზარალებთ.
კირჩხიბი
შეიძლება ერთი საქმის გაკეთება რამდენჯერმე მოგიხდეთ, რაც წყობიდან გამოგიყვანთ. ამიტომ, დროდადრო შეისვენეთ და გააგრძელეთ კეთება, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ.
ლომი
მოთმინებით აღიჭურვეთ, რადგან დღეს ან ერთი და იმავეს ახსნა მოგიწევთ რამდენჯერმე, ან ვინმესთვის რაიმეს სწავლა.
ქალწული
ცვლილებების დღეა. ეს ეხება სოციალურ სტატუსს, ჰობის ან გარეგნობას. მთავარია, არ შეუშინდეთ, გაბედულად იმოქმედოთ და ხომ იცით, რომ თუ გულით მოინდომებთ, ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ.
სასწორი
დღეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. ნუ მოგერიდებათ, თქვენ ხომ ნიჭიერი და საინტერესო პიროვნება ხართ.
მორიელი
შეხვედრებითა და ახალი ნაცნობობით დატვირთული დღე გელით. შეიძლება დისკუსიებსა და კამათშიც მოგიწიოთ ჩართვამ. ეცადეთ, საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსიროთ და არც გარშემო მყოფები დაჩაგროთ.
მშვილდოსანი
თუ საღამოს მეგობრების გამასპინძლებას, სტუმრების მიღებას აპირებთ, თადარიგი დილიდანვე უნდა დაიჭიროთ. გემრიელი კერძები და მხიარულება ამ დღეს დაუვიწყარს გახდის.
თხის რქა
ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან მოულოდნელად შეიძლება ყველაფერი შეგეცვალოთ. ყურადღებით იმოქმედეთ და ძალიან რომ არ გადაიღალოთ გარშემო მყოფები დაიხმარეთ.
მერწყული
დღის საინტერესოდ და სახალისოდ გატარება გელით. მთავარია, გვერდით ისეთი ადამიანი ან მეგობრები გახლდეთ, ვისთანაც არ მოიწყენთ. დაგეგმეთ აქტიური დასვენება, სეირნობა ან კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება.
თევზები
მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს. აგრესიისა და უკმაყოფილების გამოხატვას. თქვენმა ერთმა სიტყვამ შეიძლება გარშემო მყოფები გაანაწყენოს. აგრეთვე, უხეშობას უხეშობითვე ნუ უპასუხებთ.