კურო
კარგი დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის. აუცილებლად გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი საჩუქრით, მზრუნველობით.
ტყუპი
როგორც ცნობილია, სიყვარული ბრამაა და დღეს დარწმუნდებით ამ მოსაზრებაში. თუმცა, გრძნობებზე კონტროლს ნუ დაკარგავთ.
კირჩხიბი
გამორთეთ კომუნიკაციის ყველა საშუალება და დაისვენთ. სასურველია, ბუნებაში, საყვარელ ადამიანთან ერთად.
ლომი
გათავისუფლდით ყოველივე უსარგებლოსგან. ნუ გასცემთ დაპირებებს. გაანალიზეთ თქვენი და გარშემო მყოფების საქციელი და გამოიტანეთ სწორი დასკვნები.
ქალწული
სიყვარული თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება და ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. თქვენი პარტნიორი შეიძლება ისეთი ადამიანი გახდეს, ვინც რადიკალურად განსხვავდება თქვენგან.
სასწორი
გაამყარეთ მეგობრული კავშირები. ნუ შეიძენთ საეჭვო ადამიანებისგან ნურაფერს. სიფრთხილე გმართებთ უცხოებთან ურთიერთობისას.
მორიელი
მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანების მიმართ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და ეჭვიანი.
მშვილდოსანი
თავგადასავლისა და ავანტიურის განწყობაზე ხართ. ზოგიერთს კი ისეთ სამსახურს შესთავაზებენ, რაც მგზავრობასთან და მოგზაურობასთან იქნება კავშირში.
თხის რქა
დასვენების დღის მიუხედვად მუშაობა მაინც მოგიწევთ. დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ჯილდოს მიიღებთ, რაც გაზრდილ ხარჯებს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ.
მერწყული
სენტიმენტალური და მგრძნობიარე გახდებით. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ და ნუ ეცდებით პირადი გრძნობების დამალვას.
თევზები
მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. უფრო მეტიც, დაუშვებელია ურთიერთობის გაწყვეტა. არასტაბილური სიტუაცია გელით როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. ამიტომ, გაფრთხილდით.