კვირა, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:22-ზე, მთვარე ქალწულშია
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
ვერძი
კვირას მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ. მუშაობა, მოლაპარაკებები და შეხვედრები სასურველ შედეგს მაინც ვერ მოგიტანთ, ამიტომ უმჯობესია კარგად დაისვენოთ.
კურო
შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თუ ისინი რომანტიკულ ურთიერთობებს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს თანაცხოვრება, ბავშვის დაბადების დაგეგმვა.
ტყუპი
უმჯობესია დრო დაუთმოთ დასვენებას და გართობას. გაგიჩნდებათ მხიარულებისა და სიამოვნების მიღების სურვილი.
კირჩხიბი
დასვენების დღე უმჯობესია დაუთმოთ თავის მოვლას, ენერგიის აღდგენას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, იყავით მეტად რომანტიკული.
ლომი
სიცოცხლისუნარიანობა მოიმატებს და განწყობაც გაუმჯობესდებათ. კარგი იქნება რომანტიული საღამოს მოწყობა საყვარელი ადამიანისთვის. ასევე სასარგებლო იქნება ქველმოქმედება.
ქალწული
მეგობრებთან ერთად მხიარულება გაგიუმჯობესებთ განწყობას. ოჯახის წევრებთან ჰარმონიული დამოკიდებულება დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ ნებისმიერი საშინაო საკითხის მოგვარებას.
სასწორი
გაგიჩნდებათ მუშაობის ან რაიმე სერიოზული საკითხის გადაჭრის სურვილი. გსურთ გართობა, თავგადასავალი და მრავალფეროვანი დასვენება. არსებობს ზედმეტი ფულის დახარჯვის რისკი.
მორიელი
უმჯობესია დღე დასვენებას დაუთმოთ. აკონტროლეთ სიტყვები და ქცევა, რათა არავის მიაყენოთ შეურაცხყოფა.
მშვილდოსანი
დღეს იქნებთ განსაკუთრებით მომხიბვლელი, რაც ახალი კავშირების დამყარებასა და პოპულარობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ზომიერება გმართებთ ფულის ხარჯვაში.
თხის რქა
დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ სამუშაოზე და არც გააკეთეთ რამე. ფრთხილად იყავით საკვებთან და სასმელთან – ჭარბი რაოდენობა შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.
მერწყული
ელოდოთ მოულოდნელ სტუმრებს. ეცადეთ, დაუგეგმავმა შეხვედრამ არ გამოიწვიოს თქვენი გაბრაზება, არ მიჰყვეთ ნეგატიურ ემოციებს, უმჯობესია დაისვენოთ და ისიამოვნოთ კომუნიკაციით.
თევზები
დღეს განსაკუთრებით მოგინდებათ საკუთარ სახლში ყოფნა, ზრუნვა კომფორტის შექმნაზე, მიიპატიჟეთ შინ ახლობელი და საყვარელი ადამიანები. ისინი შეძლებენ თქვენს მხარდაჭერისა და გამხიარულებას.